https://sputnik-georgia.com/20220325/parlamenti-kaninsi-cvlilebebs-dacqarebulad-ganixilavs-265506256.html
კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ: პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებულად განიხილავს
კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ: პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებულად განიხილავს
Sputnik საქართველო
სკანდალი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებს უკავშირდება, სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. 25.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-25T18:44+0400
2022-03-25T18:44+0400
2022-03-25T22:24+0400
საქართველოს პარლამენტი
სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივა პარლამენტის ბიურომ უკვე მოიწონა.კანონპროექტის ავტორები არიან ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობასთან არ შეათანხმა საზღვარგარეთ ვიზიტები და ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილებები. უფლებადამცველებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად შეაფასეს. ოპოზიციის კრიტიკაპარტია „ლელოს“ დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დღევანდელ დაძაბულობას პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაზრდის.მისი სიტყვებით, ეს მეტად სავალალო და კონტრპროდუქტიული ნაბიჯია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის.„მათი მიზანია სწრაფად მოახერხონ ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც რაც შეიძლება ხშირად დაემუქრებიან პრეზიდენტს ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ მის ამა თუ იმ ქმედებას, ცხადია, საკუთარი ინტერპრეტაციით“, – დასძინა უსუფაშვილმა.ხელისუფლების პოზიციაოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული უწოდეს მმართველ პარტიაში.კანონპროექტი არ არის მორგებული ერთ რომელიმე ინსტიტუციაზე, არამედ ყველა კონსტიტუციურ ორგანოზეა მორგებული, მათ შორის, პრეზიდენტზე, მთავრობაზე, ყველა სხვა უწყებაზე, აღნიშნა მან.მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ნორმატიული აქტი. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოუცია მსგავსი სამართლებრივი აქტი, განმარტეს ამას წინათ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. შესაბამისად, პრეზიდენტი ვერ მიიღებდა მონაწილეობას დავაში მოპასუხის სახით თავისივე თანხმობის გარეშე.ინიციირებული შესწორებების თანახმად, სახელმწიფო ორგანომ შეიძლება დაიწყოს დავა კომპეტენციაზე არა მხოლოდ სხვა ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე, არამედ მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუ ჩათვლის, რომ ამ ორგანომ დაარღვია თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები, საქართველო
კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ: პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებულად განიხილავს
18:44 25.03.2022 (განახლებულია: 22:24 25.03.2022) სკანდალი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებს უკავშირდება, სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივა პარლამენტის ბიურომ უკვე მოიწონა.
კანონპროექტის ავტორები არიან ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.
კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობასთან არ შეათანხმა საზღვარგარეთ ვიზიტები და ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილებები. უფლებადამცველებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად შეაფასეს.
პარტია „ლელოს“ დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დღევანდელ დაძაბულობას პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაზრდის.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, არათუ შეაჩეროს იმ ცნობილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში... არამედ აპირებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი სიტყვებით, ეს მეტად სავალალო და კონტრპროდუქტიული ნაბიჯია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის.
„მათი მიზანია სწრაფად მოახერხონ ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც რაც შეიძლება ხშირად დაემუქრებიან პრეზიდენტს ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ მის ამა თუ იმ ქმედებას, ცხადია, საკუთარი ინტერპრეტაციით“, – დასძინა უსუფაშვილმა.
ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული უწოდეს მმართველ პარტიაში.
„დღემდე არგუმენტი არ მომისმენია, რატომ არ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება. კანონი კონსტიტუციასთან შეუსაბამობაშია. ამას ვასწორებთ, რათა ეს შეუსაბამობა აღმოიფხვრას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კანონპროექტი არ არის მორგებული ერთ რომელიმე ინსტიტუციაზე, არამედ ყველა კონსტიტუციურ ორგანოზეა მორგებული, მათ შორის, პრეზიდენტზე, მთავრობაზე, ყველა სხვა უწყებაზე, აღნიშნა მან.
„მათ ეს სასპეკულაციო თემა გახადეს“, – დასძინა ოხანაშვილმა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ნორმატიული აქტი. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოუცია მსგავსი სამართლებრივი აქტი, განმარტეს ამას წინათ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. შესაბამისად, პრეზიდენტი ვერ მიიღებდა მონაწილეობას დავაში მოპასუხის სახით თავისივე თანხმობის გარეშე.
ინიციირებული შესწორებების თანახმად, სახელმწიფო ორგანომ შეიძლება დაიწყოს დავა კომპეტენციაზე არა მხოლოდ სხვა ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე, არამედ მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუ ჩათვლის, რომ ამ ორგანომ დაარღვია თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება.