https://sputnik-georgia.com/20220325/madridsi-mravalatasiani-aqcia-gaimarta-265507141.html
პროტესტი საწვავის ფასებს: მადრიდში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
პროტესტი საწვავის ფასებს: მადრიდში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
Sputnik საქართველო
საწვავზე ფასების ზრდის გამო მადრიდში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. 25.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-25T20:40+0400
2022-03-25T20:40+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
ესპანეთი
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24457/39/244573985_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_1b75119f2c4e491c2af39fb87a91c15d.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მადრიდის სატრანსპორტო სექტორის ათასობით თანამშრომელმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა საწვავზე ფასების მატებასთან დაკავშირებით.სატრანსპორტო სექტორის დაცვის პლატფორმამ ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირების გამო 14 მარტს გამოაცხადა გაფიცვა, რის შემდეგაც აქციები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. დღეს კი აქციის მონაწილეები ტრანსპორტის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, მიუხედავად ხელისუფლების შეთავაზებისა, რომელიც საკითხის მოგვარებას ისახავს მიზნად.მთავრობა დათანხმდა, აანაზღაუროს 20 ევროცენტი თითო ლიტრ ბენზინსა თუ დიზელზე. დახმარების ჯამური ოდენობა 600 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, მანამდე ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ კიდევ 450 მილიონს გამოყოფს პირდაპირი დახმარების სახით.ოთხშაბათს კი მიტინგები ელექტროენერგიის ფასების კორექტირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მოთხოვნით გაიმართა ქვეყნის 58 ქალაქში, მათ შორის მადრიდში.აქციების სლოგანია „ფასების შეკავება, სამუშაო ადგილების დაცვა, ცხოვრების დონის დაცემის შესუსტება“. ოთხშაბათს ესპანეთში ელექტროენერგიის ფასი ერთ მეგავატ/საათზე 212,44 ევროს შეადგენდა.გარდა ამისა, ესპანეთში საპროტესტო აქციებს მართავენ აგრარული სექტორის წარმომადგენლებიც. ორგანიზატორების ცნობით, კვირას, 20 მარტს აქციაზე დაახლოებით 500.000 ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეების ნაწილი აქციაზე ტრაქტორებით მივიდა, ზოგმა ცხოველები, მათ შორის ძაღლები და ცხენები მიიყვანა.აქციის მონაწილეები მთავრობისგან გადაუდებელი ზომების მიღებას მოითხოვდნენ იმ სექტორისთვის, რომელიც უკრაინაში შექმნილი ვითარებისა და ასევე სამეფოში მანამდე დაწყებული ტვირთგადამზიდავების გაფიცვის გამო დაზარალდა.
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24457/39/244573985_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b9fbc26b60398833309b3cccc12a765a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ესპანეთი , ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ესპანეთი , ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
პროტესტი საწვავის ფასებს: მადრიდში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
20:40 25.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) საწვავზე ფასების ზრდის გამო მადრიდში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მადრიდის სატრანსპორტო სექტორის ათასობით თანამშრომელმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა საწვავზე ფასების მატებასთან დაკავშირებით.
სატრანსპორტო სექტორის დაცვის პლატფორმამ ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირების გამო 14 მარტს გამოაცხადა გაფიცვა, რის შემდეგაც აქციები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. დღეს კი აქციის მონაწილეები ტრანსპორტის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, მიუხედავად ხელისუფლების შეთავაზებისა, რომელიც საკითხის მოგვარებას ისახავს მიზნად.
მთავრობა დათანხმდა, აანაზღაუროს 20 ევროცენტი თითო ლიტრ ბენზინსა თუ დიზელზე. დახმარების ჯამური ოდენობა 600 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, მანამდე ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ კიდევ 450 მილიონს გამოყოფს პირდაპირი დახმარების სახით.
ოთხშაბათს კი მიტინგები ელექტროენერგიის ფასების კორექტირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მოთხოვნით გაიმართა ქვეყნის 58 ქალაქში, მათ შორის მადრიდში.
აქციების სლოგანია „ფასების შეკავება, სამუშაო ადგილების დაცვა, ცხოვრების დონის დაცემის შესუსტება“. ოთხშაბათს ესპანეთში ელექტროენერგიის ფასი ერთ მეგავატ/საათზე 212,44 ევროს შეადგენდა.
გარდა ამისა, ესპანეთში საპროტესტო აქციებს მართავენ აგრარული სექტორის წარმომადგენლებიც. ორგანიზატორების ცნობით, კვირას, 20 მარტს აქციაზე დაახლოებით 500.000 ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეების ნაწილი აქციაზე ტრაქტორებით მივიდა, ზოგმა ცხოველები, მათ შორის ძაღლები და ცხენები მიიყვანა.
აქციის მონაწილეები მთავრობისგან გადაუდებელი ზომების მიღებას მოითხოვდნენ იმ სექტორისთვის, რომელიც უკრაინაში შექმნილი ვითარებისა და ასევე სამეფოში მანამდე დაწყებული ტვირთგადამზიდავების გაფიცვის გამო დაზარალდა.