https://sputnik-georgia.com/20220325/istoriul-galavantan-mdebaresastumroze-ukanono-sartulis-demontaji-daiwyo-265508050.html
ისტორიულ გალავანთან მდებარე სასტუმროზე უკანონო სართულის დემონტაჟი დაიწყო
ისტორიულ გალავანთან მდებარე სასტუმროზე უკანონო სართულის დემონტაჟი დაიწყო
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებს უკანონო მშენებლობებზე ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. 25.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-25T21:40+0400
2022-03-25T21:40+0400
2022-03-25T23:47+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
უკანონო მშენებლობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24497/87/244978740_605:454:1880:1171_1920x0_80_0_0_2a803e22991b570d02c62a0d24d7060a.jpg
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროში უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი დაიწყო.ინფორმაცია ამის შესახებ პირადად დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გაავრცელა.თბილისის მერი დემოტაჟის პროცესს თავად დაესწრო. მისი ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით არ განხორციელდა.კალაძის განმარტებით, დემონტაჟი მფლობელებთან შეთანხმებით მოხდა.აღნიშნული მშენებლობის ნებართვა დედაქალაქის მერიის მიერ 2009 წელს გაიცა, ხოლო კომპანიამ მშენებლობა 2019 წელს განაახლა. უწყების ინფორმაციით, პროექტი აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო განაშენიანების სისტემიდან. შესაბამისად, მერია მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომპანიასთან, რომელიც თანახმა იყო, დაეთმო სართული და იმ ისტორიული იერსახის კონტექსტში მოეყვანა, რომელიც თბილისის განაშენიანებისთვისაა დამახასიათებელი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24497/87/244978740_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_4f0b796b1e9df66906c5cd64f628bdcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, უკანონო მშენებლობები
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, უკანონო მშენებლობები
ისტორიულ გალავანთან მდებარე სასტუმროზე უკანონო სართულის დემონტაჟი დაიწყო
21:40 25.03.2022 (განახლებულია: 23:47 25.03.2022) კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებს უკანონო მშენებლობებზე ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება ექნებათ.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროში უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი დაიწყო.
ინფორმაცია ამის შესახებ პირადად დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გაავრცელა.
თბილისის მერი დემოტაჟის პროცესს თავად დაესწრო. მისი ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით არ განხორციელდა.
„პატარა სასტუმროს მშენებლობის პროექტი ჰქონდათ წარმოდგენილი და გაიცა ნებართვა პროექტზე, რომელიც არსებულ განაშენიანებასა და ურბანულ ქსოვილში თავისუფლად ჯდებოდა. მშენებლობის დროს აღმოვაჩინეთ, რომ არასწორად მიმდინარეობდა მშენებლობა, უკანონოდ დამატებული იყო ერთი სართული. მე საზოგადოებას მივეცი პირობა, რომ მშენებლობა დასრულებოდა იმ ფორმით, რაც იყო შეთანხმებული“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, დემონტაჟი მფლობელებთან შეთანხმებით მოხდა.
„მიხარია, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას და ზედმეტი ერთი სართულის დემონტაჟი მოხდა. ჩვენ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობა თაღლითურად განხორციელდეს. ყოველთვის ვიდგებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი სამსახურების მხრიდან იქნება რეაგირება“, – აღნიშნა მერმა.
აღნიშნული მშენებლობის ნებართვა დედაქალაქის მერიის მიერ 2009 წელს გაიცა, ხოლო კომპანიამ მშენებლობა 2019 წელს განაახლა. უწყების ინფორმაციით, პროექტი აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო განაშენიანების სისტემიდან. შესაბამისად, მერია მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომპანიასთან, რომელიც თანახმა იყო, დაეთმო სართული და იმ ისტორიული იერსახის კონტექსტში მოეყვანა, რომელიც თბილისის განაშენიანებისთვისაა დამახასიათებელი.