https://sputnik-georgia.com/20220325/eutos-genmdivani-saqartvelos-organizaciashi-gawevrianebis-30-wlistavs-ulocavs-265489688.html
ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავს ულოცავს
ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავს ულოცავს
Sputnik საქართველო
საქართველო ეუთოს წევრი 1992 წლის 24 მარტს გახდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. 25.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-25T14:11+0400
2022-03-25T14:11+0400
2022-03-25T20:16+0400
საქართველო - ეუთო
საქართველო
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24090/04/240900459_0:0:2545:1432_1920x0_80_0_0_8e2558b545ae817b0e79a67b917deede.jpg
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა საქართველოს, ხორვატიას და სლოვენიას ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავი მიულოცა.როგორც ჰელგა მარია შმიდმა სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველო, ხორვატია და სლოვენია ეუთოს პრინციპების მიმართ ერთგული არიან და ევროპასა და ევრაზიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვას უჭერენ მხარს.საქართველო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 30 წლის წინ, 1992 წლის 24 მარტს გახდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. ამჟამად ეუთოში 57 წევრი სახელმწიფოა გაერთიანებული და ის სამ კონტინენტს – ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და აზიას მოიცავს.ეუთო 1995 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პირობების შექმნას, საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისთვის ზრუნვას და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24090/04/240900459_0:0:2261:1696_1920x0_80_0_0_0dbd15bfd79eb417ef5ee8265eee2b49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო - ეუთო, საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო - ეუთო, საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები
ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავს ულოცავს
14:11 25.03.2022 (განახლებულია: 20:16 25.03.2022) საქართველო ეუთოს წევრი 1992 წლის 24 მარტს გახდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა საქართველოს, ხორვატიას და სლოვენიას ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავი მიულოცა.
როგორც ჰელგა მარია შმიდმა სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველო, ხორვატია და სლოვენია ეუთოს პრინციპების მიმართ ერთგული არიან და ევროპასა და ევრაზიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვას უჭერენ მხარს.
„თქვენი განვითარება ბოლო 30 წლის განმავლობაში აღფრთოვანებას იწვევს და ეუთო ამაყობს, რომ მონაწილეობა მიიღო თქვენს მოგზაურობაში. გილოცავთ ამ იუბილეს და მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალ წლებში“, – დაწერა ეუთოს გენერალურმა მდივანმა Twitter-ის გვერდზე.
საქართველო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 30 წლის წინ, 1992 წლის 24 მარტს გახდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. ამჟამად ეუთოში 57 წევრი სახელმწიფოა გაერთიანებული და ის სამ კონტინენტს – ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და აზიას მოიცავს.
ეუთო 1995 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პირობების შექმნას, საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისთვის ზრუნვას და სხვ.