თბილისის შემდეგ იმერეთი: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 590-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.645.301-ს მიაღწია.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 590 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 255 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი გურიაა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 81, გურია – 60, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 39, შიდა ქართლი – 34, აჭარა – 28, ქვემო ქართლი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 5.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.247 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.611.688-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
პლუს 590: 25 მარტის კოვიდ-სტატისტიკა განახლდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.698-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16.889 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 714 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 374, იმერეთში – 141, აჭარაში – 53.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, იმერეთში – 30, აჭარაში – 27.
16.175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 590-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.645.301-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0