ძლიერი ქარი და ნალექი: სინოპტიკოსების პროგნოზი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს ცალკეულ რაიონებში 25–27 მარტს ძლიერი ქარია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია ნავარაუდევი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 7-12 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა კი დღის საათებში პლუს 8-10 გრადუსია ნავარაუდევი.
ყველა ახალი ამბავი
0