https://sputnik-georgia.com/20220324/tsu-miirebs-israelis-moqalaqeebs-romlebic-ukrainasi-universitetebsi-iricxebian-265462180.html
თსუ მიიღებს ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის უნივერსიტეტებში ირიცხებიან
თსუ მიიღებს ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის უნივერსიტეტებში ირიცხებიან
Sputnik საქართველო
უახლოეს პერიოდში დაზუსტდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა და დისციპლინები, რის შემდეგაც სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოენოვან პროგრამებზე... 24.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-24T13:17+0400
2022-03-24T13:17+0400
2022-03-24T17:54+0400
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24865/82/248658284_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_67ece210934b483fa2556cadf10b6ff9.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა მიიღოს ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის უნივერსიტეტებში სწავლობენ.უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო 1.500-მდე სტუდენტი ისრაელიდან ვერ აგრძელებს სწავლას უკრაინის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და საქართველოში სწავლის გაგრძელების სურვილს გამოხატავს.უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, მათ თსუ-ში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ტექნიკური პროცედურების მოგვარების შემდეგ აუცილებლად მიეცემათ.რაც შეეხება საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დაწყების შემდეგ მარტის დასაწყისიდან სხვადასხვა ტიპის დახმარებას სთავაზობს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24865/82/248658284_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_81755caafec093247f29f824fca27760.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , საზოგადოება
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , საზოგადოება
თსუ მიიღებს ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის უნივერსიტეტებში ირიცხებიან
13:17 24.03.2022 (განახლებულია: 17:54 24.03.2022) უახლოეს პერიოდში დაზუსტდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა და დისციპლინები, რის შემდეგაც სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოენოვან პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა მიიღოს ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის უნივერსიტეტებში სწავლობენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო 1.500-მდე სტუდენტი ისრაელიდან ვერ აგრძელებს სწავლას უკრაინის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და საქართველოში სწავლის გაგრძელების სურვილს გამოხატავს.
უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, მათ თსუ-ში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ტექნიკური პროცედურების მოგვარების შემდეგ აუცილებლად მიეცემათ.
გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაზუსტდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა და დისციპლინები, რის შემდეგაც სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოენოვან პროგრამებზე სწავლას შეძლებენ.
რაც შეეხება საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დაწყების შემდეგ მარტის დასაწყისიდან სხვადასხვა ტიპის დახმარებას
სთავაზობს.
უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც თსუ-ში სწავლობენ და იმყოფებიან საქართველოში, საერთო საცხოვრებლით უფასოდ სარგებლობა შეუძლიათ და 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაენიშნებათ სტიპენდია; დახმარება ასევე გაეწევა იმ უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც დასასვენებლად იმყოფებოდნენ საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ვერ გაემგზავრნენ სამშობლოში. მათაც შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ თსუ-ის საერთო საცხოვრებლით; საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები თსუ-ის მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე სწავლასაც შეძლებენ უსასყიდლოდ.