საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს: სრული ჩამონათვალი

© photo: Sputnik / Stringerთოვლი
თოვლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
უამინდობამ საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამ დროისათვის ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები მოქმედებს შემდეგ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე:
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 43–146 კმ მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის 1-93 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39–62 კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საგარეჯო–უდაბნო–დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 30–40 კმ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა ახალი ამბავი
0