საქართველო მხატვრული რეწვის ევროპულ დღეებს შეუერთდა

© photo: Sputnikხალხური რეწვა
ხალხური რეწვა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
გამოფენა მიზნად ისახავს დარგის განვითარებას და ევროპაში მის პოპულარიზაციას.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველო უერთდება ევროპაში უდიდეს, რიგით მე-16 მხატვრული რეწვის ევროპულ დღეებს (EACD), რომელიც 28 მარტიდან 3 აპრილამდე გაიმართება.
მხატვრული რეწვის ევროპული დღეები (Journées Européennes des Métiers d'Art, JEMA/EACD) არის ყველაზე დიდი ღონისძიება ევროპაში. 2011 წლიდან იგი გახდა ყოველწლიური ღონისძიება, რომლის ფარგლებში ეწყობა გამოფენები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები. 2012 წლიდან ღონისძიებაში 20-მდე ევროპული ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
ღონისძიება მიზნად ისახავს დარგის განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებას ევროპაში, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, მასმედიასა და ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
2022 წლის საერთაშორისო პროგრამას, რომლის დევიზია „ვქმნით უნისონში“ (Our Hands in Unison) საქართველო პირველად შეუერთდება.
საქართველოს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, სამხატვრო აკადემიის სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჩაატარებენ ტურებს, ასევე გამართავენ გამოფენებს თბილისში და ქვეყნის რეგიონებში.
ღონისძიებას კოორდინირებას უწევენ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.
ყველა ახალი ამბავი
0