https://sputnik-georgia.com/20220324/saakasvilis-saqme-strasburgis-sasamartlosi-arsebiti-ganxilvis-etapze-gadadis-265476541.html
სააკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის
სააკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის
Sputnik საქართველო
ადვოკატის თქმით, სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის ორი მუხლი დაირღვა. 24.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-24T18:57+0400
2022-03-24T18:57+0400
2022-03-24T22:51+0400
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველო
ევროპა
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636566_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_da0e63c462a9188dfa9ae4831829f241.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებით განხილვას იწყებს, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 2021 წლის გაზაფხულზე მიიღო. სარჩელი ეხება სააკაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენებს ორ სისხლის სამართლის საქმეზე.მინისტრს გაუჭირდა პასუხი კითხვაზე საქმის განხილვის სავარაუდო ვადების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ვადების მკაცრი განრიგი არ არსებობს და გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებსბრეგაძის თქმით, საუბარია ორ – ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე.შეწყალების საქმეზე სააკაშვილს საქართველოში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო გელაშვილის ცემის საქმეზე – ექვსი.უფრო ადრე სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ორივე ბრალდება ირიბ მტკიცებულებებზეა აგებული და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.ადვოკატის თქმით, სააკაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის ორი მუხლი – სამართლიანი სასამართლოს უფლება და შეზღუდული უფლებების გამოყენების საზღვრები.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636566_91:0:1228:853_1920x0_80_0_0_de3da448b95ea1f1d511906d9a4103dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის
18:57 24.03.2022 (განახლებულია: 22:51 24.03.2022) ადვოკატის თქმით, სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის ორი მუხლი დაირღვა.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებით განხილვას იწყებს, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 2021 წლის გაზაფხულზე მიიღო. სარჩელი ეხება სააკაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენებს ორ სისხლის სამართლის საქმეზე.
„საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია. საბოლოო კომენტარების გაკეთებას მხოლოდ ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ შევძლებთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრს გაუჭირდა პასუხი კითხვაზე საქმის განხილვის სავარაუდო ვადების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ვადების მკაცრი განრიგი არ არსებობს და გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს
ბრეგაძის თქმით, საუბარია ორ – ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე.
შეწყალების საქმეზე სააკაშვილს საქართველოში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო გელაშვილის ცემის საქმეზე – ექვსი.
უფრო ადრე სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ორივე ბრალდება ირიბ მტკიცებულებებზეა აგებული და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის ორი მუხლი – სამართლიანი სასამართლოს უფლება და შეზღუდული უფლებების გამოყენების საზღვრები.