რუსთავის თეატრს საკუთარი შრიფტი ექნება

© courtesy of Rustavi Theatreრუსთავის თეატრი
რუსთავის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
რუსთავის თეატრს მიმდინარე წელს დაარსებიდან 55 წელი შეუსრულდება.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის შექმნილი შრიფტის პრეზენტაცია გაიმართა.

2022 წელი რუსთავის თეატრისთვის საიუბილეოა, მას 55 წელი უსრულდება. სწორედ ამ მიზნით თეატრმა გადაწყვიტა ჰქონოდა პერსონალური შრიფტი, რომელიც მისი ინდივიდუალიზმის ხაზგასმას მოახდენდა.

ახალი შრიფტი რუსთაველმა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ თეატრის დაკვეთით შექმნა. ინსპირაციის წყაროდ იქცა რუსთავის თეატრის პოსტერი, რომელიც 40 წლის წინ შეიქმნა.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია ხელი შეეწყოს თეატრალური ხელოვნების განვითარებას, პოპულარიზაციას, საშემსრულებლო მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვას, სტუდენტების/მსახიობების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
ამასთანავე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლებში, ღონისძიებებსა და პროექტებში.
სტუდენტებს ასევე მიეცემათ საშუალება, საგანმანათლებლო მიზნებისთვის აქტიურად გამოიყენონ რუსთავის მუნიციპალური თეატრის მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი.
თავის მხრივ, რუსთავის თეატრს მიეცემა საშუალება, უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაატაროს ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებები, გამოიყენოს უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსი, დეკორაციები, რეკვიზიტები.
ყველა ახალი ამბავი
0