შოიგუს არ სცალია: პესკოვმა თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებაზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Alexey Nikol'skiy / გადასვლა მედიაბანკშისერგეი შოიგუ
სერგეი შოიგუ - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ახლა მედიააქტიურობისთვის არ სცალია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ აღარ ჩანს შოიგუ მედიასივრცეში.

„როგორც გესმით, თავდაცვის მინისტრს ახლა ბევრი საზრუნავი აქვს. მიმდინარეობს სამხედრო სპეცოპერაცია. რა თქმა უნდა, ახლა მედიააქტიურობისთვის შესაფერისი დრო არ არის და ეს სრულიად გასაგებია“, — თქვა პესკოვმა.

მანამდე სერგეი შოიგუს ტელესივრციდან გაუჩინარებაზე ყურადღება გაამახვილა მედიაპროექტმა „სააგენტომ“, რომლის დაკვირვებითაც რუსეთის თავდაცვის მინისტრი პუბლიკის წინაშე ბოლოს 11 მარტს გამოჩნდა.
მაშინ თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც სერგეი შოიგუ სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა და უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ მონაწილეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. 18 მარტს კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრმა უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა არ გამოუქვეყნებია.
როგორც გამოცემა „სააგენტომ“ ივარაუდა, შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამასთან დაკავშირებით პესკოვმა ურჩია ჟურნალისტებს, რომ „სააგენტოს“ კი არ უსმინონ, თავდაცვის სამინისტროს მიმართონ შეკითხვით.
ყველა ახალი ამბავი
0