მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატოს ლიდერები აღმოსავლეთში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნაზე იმსჯელებენ

© REUTERS / POOLიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ სამიტზე შეკავებისა და თავდაცვის სისტემის განახლების საკითხებს განიხილავენ და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებსაც გადადგამენ, განუცხადა ჟურნალისტებს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„ლიდერები დღეს შეკავებისა და თავდაცვის ძალების განახლების აუცილებლობაზე იმსჯელებენ გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე — ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის შექმნაა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში: ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში“, — თქვა სტოლტენმერგმა.

ამასთან ნატოს გენმდივანმა იქვე დაამატა, რომ ალიანსის ძალების გაძლიერებას მოკავშირეებისგან ახალი ინვესტიციები დასჭირდება.
„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მეტი ინვესტიციაც უნდა ჩავდოთ... იმედი მაქვს, რომ ლიდერები შეათანხმებენ ინვესტიციების დაჩქარებას“, — თქვა სამხედრო ალიანსის შეფმა.
რაც შეეხება რუმინეთში განთავსებულ ნატოს ახალ ძალებს, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ისინი „იქ იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება“.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის წევრები დაეთანხმებიან „ნატოს ყოფნას აღმოსავლეთ ფლანგზე — ხმელეთზეც, ჰაერშიცა და ზღვაზეც“. მისი თქმით, ალიანსს, „ბალტიისპირეთსა და პოლონეთში არსებული ჯგუფების გათვალისწინებით, აღმოსავლეთ ფლანგზე სულ რვა ტაქტიკური ჯგუფი ეყოლება“.
ყველა ახალი ამბავი
0