მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველმა მოციგურავეებმა წარმატებით დაიწყეს

© photo: Sputnik / Alexander Vil'f / გადასვლა მედიაბანკშილუკა ბერულავა და კარინა საფინა
ლუკა ბერულავა და კარინა საფინა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ მე-14 ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე გადავიდა. საფინა/ბერულავას წყვილი მე-4 ადგილზე გავიდა და მათ მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვთ.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალებისა და სპორტული წყვილების მოკლე პროგრამით გამოსვლა შედგა, სადაც საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვამ და კარინა საფინა/ლუკა ბერულავას წყვილმა მოსინჯეს ძალები.
ანასტასია გუბანოვამ ქალთა მოკლე პროგრამაში 62,59 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ფინალურ ეტაპზე გადასულიყო. თავისუფალი პროგრამით ანასტასია გუბანოვა ყინულზე 25 მარტს გამოვა.
კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას მიერ შესრულებული წყვილთა მოკლე პროგრამა მსაჯებმა 67,36 ქულით შეაფასეს, რაც ტურნირზე მეოთხე მაჩვენებელი იყო. სპორტული წყვილები თავისუფალ პროგრამას დღეს, საღამოს შეასრულებენ. ასევე დღეს ჩაერთვებიან შეჯიბრებაში მამაკაცი მოციგურავეები, სადაც საქართველოს სახელით მორის ყვითელაშვილი გამოვა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ქართული შედეგი მე-10 ადგილია (ელენე გედევანიშვილი). უდიდესი ალბათობით, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე აღნიშნულ შედეგს საფინა/ბერულავას წყვილი გააუმჯობესებს.
მსოფლიოს ჩემპიონატი მონპელიეში გუშინ, 23 მარტს დაიწყო და 26 მარტს ყინულზე ცეკვის პროგრამით დასრულდება. ტურნირის სრული განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე - http://www.isuresults.com/results/season2122/wc2022/
წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2021 წელს სტოკჰოლმში ჩატარდა, მორის ყვითელაშვილმა მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო ალინა ურუშაძემ – მე-20. წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარხმანის დუეტი მე-16 პოზიციაზე გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0