ფოთში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მის ნაცნობს ბლაგვი საგნით თავის არეში მიაყენა დაზიანება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. პოლიციამ ფოთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მის ოჯახში სტუმრად მყოფ მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0