Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ცნობილი გახდა პრინცი ჰარის და მეგან მარკლის აშშ-ში გადასვლის ნამდვილი მიზეზი

© AP Photo / Steve Parsonsმეგან მარკლი და პრინცი ჰარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი.
პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სამეფო ოჯახის მოვალეობები და გადასულიყვნენ შეერთებულ შტატებში 2019 წლის დეკემბერში დედოფალ ელისაბედ II-ის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ. ამის შესახებ Daily Mirror-ი იტყობინება.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
ყვითელი ამბები
საიდუმლო ამოხსნილია: მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის კანის ფერი პრინც ჩარლზს აშფოთებდა
გადაადგილების რეალურ მიზეზზე საუბარია წიგნში „ძმები და ცოლები: უილიამის, კეიტის, ჰარის და მეგანის პირადი ცხოვრება“, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა. მისი ავტორი კრისტოფერ ანდერსონი ირწმუნება, რომ ჰარი და მეგანი აღშფოთებული არიან დედოფლის მაგიდაზე ფოტოების არჩევით, სადაც მათი ფოტოები არ იყო.
ანდერსონი ციტირებს სასახლის ანონიმურ თანამშრომელს, რომელმაც შეაგროვა სურათები. მისი თქმით, თავდაპირველად მაგიდაზე ჰარის და მეგანის ფოტოც იყო, მაგრამ ის გადაცემამდე თავად ელისაბედის თხოვნით ამოიღეს. შეურაცხმყოფელი ჟესტის შესაძლო მიზეზი იყო დედოფლის უკმაყოფილება ჰარის სურვილით, შობა აღენიშნა არა მასთან, არამედ მეგან მარკლის დედასთან ოჯახში.
ინციდენტი მოხსენიებულია ომიდა სკობისა და კაროლინ დიურანის წიგნში „თავისუფლების პოვნაში“. „ჰარიმ იგრძნო, რომ ის და მეგანი უკანა პლანზე გადაიყვანეს და ისინი აღარ არიან ბრიტანეთის მონარქიის მომავლის ფუნდამენტური ნაწილი“, – წერენ მისი ავტორები.
მანამდე მსგავსი ვარაუდი გამოთქვა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ექსპერტმა რასელ მაიერსმა. მისი აზრით, ელისაბედ II-ის უგულებელყოფა იყო ბოლო წვეთი, რომელმაც მათ გადასახლებისკენ უბიძგა. „დედოფლის საშობაო გამოსვლის დროს ფოტოების შემცირებამ ნამდვილად მოახდინა გავლენა მათზე”, – ამბობს ის.
1 აპრილიდან პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დატოვეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების მოვალეობები. სექტემბერში ჰარიმ და მეგანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას Netflix-თან და დაუბრუნეს სამეფოს 2,4 მილიონი ფუნტი, რომელიც დახარჯეს ბრიტანეთის რეზიდენციის განახლებაზე, და მიაღწიეს ფინანსურ დამოუკიდებლობას სამეფო ოჯახისგან.
ყველა ახალი ამბავი
0