მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გარდაიცვალა აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმადლენ ოლბრაიტი
მადლენ ოლბრაიტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა მადლენ ოლბრაიტი — პირველი ქალი, რომელსაც აშშ-ში სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა.
ოჯახის წევრების თქმით, ოლბრაიტის გარდაცვალების მიზეზი კიბო იყო.

„მწუხარებით ვიუწყებით, რომ მადლენ ოლბრაიტი, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 64-ე სახელმწიფო მდივანი და პირველი ქალი ამ თანამდებობაზე, დღეს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გახდა კიბო. ბოლო დღეები მან ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატარა. დღეს ჩვენ დავკარგეთ მოსიყვარულე დედა, ბებია, და, დეიდა და მეგობარი“, — ნათქვამია მადლენ ოლბრაიტის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მადლენ ოლბრაიტი პრაღაში დაიბადა 1937 წელს ბოჰემიელი ებრაელების — იოსებ და ანა კორბელების ოჯახში. 1939 წელს გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ ოჯახთან ერთად გადასახლდა ლონდონში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორბელების ოჯახი ჩეხოსლოვაკიაში დაბრუნდა, მაგრამ ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ მათ აშშ-ში ითხოვეს პოლიტიკური თავშესაფარი.
მადლენ ოლბრაიტი 1957 წელს გახდა ამერიკის მოქალაქე. სახელმწიფო მდივნად კი ბილ კლინტონის მთავრობაში მუშაობდა 1997-2001 წლებში.
ყველა ახალი ამბავი
0