კულტურის სამინისტრომ თეატრების მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaთეატრის სცენა
თეატრის სცენა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
ფინანსური დახმარება მოიპოვეს თეატრებმა, თეატრალურმა ორგანიზაციებმა და შემოქმედებითმა ჯგუფებმა.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებსაც სამინისტრო დააფინანსებს:
1.
„შავი ფრინველი“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი - „თეატრი ათონელზე“;
2.
„ქართული პიესის კითხვის დღეები“, განმახორციელებელი „მდგმურები“. დაფინანსდა კონკურსი სამი ქართველი დრამატურგის შერჩევის მიზნით და გამარჯვებული პიესების კითხვა სამაგიდო ფორმატში. პროექტში ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას პიესის ავტორი ქართველი დრამატურგი, რეჟისორები და მსახიობები.
3.
„თბილისის კამერული თეატრის გახმოვანების ბაზის შექმნა“, დაფინანსდა თეატრის გახმოვანების ბაზით აღჭურვა; განმახორციელებელი - „ახალგაზრდული ხელოვნების განვითარების ფონდი შემოქმედებითი ლაბორატორია“.
4.
ბერტოლტ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „ღმერთები“, დაფინანსდა თეატრის გასტროლი საქართველოს სამ ქალაქში: ქუთაისი, ბათუმი და ოზურგეთი; განმახორციელებელი - „ხვლიკი“;
5.
„თავისუფალი თეატრის საქმიანობის ხელშეწყობა“, დაფინანსდა თეატრის შემოქმედებითი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები; განმახორციელებელი - „თბილისის თეატრალური ცენტრი“;
6.
პროექტის „ჩვენი თეატრის მოგზაურობა საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა საბავშვო თეატრის გასტროლი საქართველოს 10 ქალაქში: გორი, ხაშური, დედოფლისწყარო, მარნეული, თეთრიწყარო, დუშეთი, ყაზბეგი, ჭიათურა, ზესტაფონი და საჩხერე; განმახორციელებელი - „ჩვენი თეატრი“;
7.
პროექტის „ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის გასტროლი“ ფარგლებში დაფინანსდა თეატრის გასტროლი ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში; განმახორციელებელი - „ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრი“.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 230.000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 13-მა განმცხადებელმა მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0