ქართველმა მოკრივემ ხორვატიაში ოქრო მოიპოვა

© photo: Sputnik / Fightnewsრინგი
რინგი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი ოქრო ლუკა კუბლაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ფინალში უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ხორვატიის ქალაქ პორეცში კრივში მიმდინარე 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე (EUBC U22 Men and Women European Boxing Championships 2022) საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი აიღო.
ევროპირველობაზე ქართველ სპორტსმენთა მხრიდან პირველი ადგილი 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა კუბლაშვილმა მოიპოვა. ახალგაზრდა მოკრივემ შეჯიბრების საწყის ეტაპებზე მოლდოველი და თურქი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ანდრეი ეფიმოვიჩს მოუგო.
ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ლექსო ხასაიამ (51 კგ), რომელიც ფინალში აზერბაიჯანელ ნიჯატ ჰუსეინოვთან დამარცხდა. მანამდე ხასაიამ სომეხ, ფრანგ და სერბ მოკრივეებს აჯობა.
ქართული დელეგაციიდან მესამე ადგილზე გავიდნენ ლაშა გაგნიძე (63,5 კგ), ლუკა მაჭუტაძე (80 კგ) და ელენე ლოლაძე (54 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0