„იდეა, რომლისაც მწამს“: თბილისში უჩვეულო ღონისძიება გაიმართება

© Pixabay / Pexelsმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
ქართველი სპიკერები განიხილავენ წიგნს „მსოფლიო ლიდერების გამოსვლები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა“ და საკუთარ იდეებზე ისაუბრებენ.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ქართველი საზოგადო მოღვაწეები - სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები დღეს, 19:00 საათზე „ლოლიტას“ საკონფერენციო დარბაზში გამართავენ ღონისძიებას თემაზე „იდეა, რომლისაც მწამს“.
შეხვედრის ფარგლებში სპიკერები დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე, დავით კენჭაძე, თათია დოლიძე და ნინო ზამბახიძე ისაუბრებენ საკუთარ იდეებზე, რომლებისაც სწამთ, და განიხილავენ კარლო ბატას წიგნს „მსოფლიო ლიდერების გამოსვლები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა“.
წიგნში წარმოდგენილია 38 ლიდერის მიმართვა სხვადასხვა დროს – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე. ისინი ეკუთვნით პოლიტიკოსებს, მეცნიერებს, მწერლებს, მისიონერს, არქიტექტორს, ბიზნეს-ლედის, ტოკშოუს წამყვანს.

„ბევრმა მათგანმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა იდეებს, რისიც სწამდა და იდეის ერთგულება ზოგიერთს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ზოგმა კი, ნელსონ მანდელასავით, ათწლეულები გაატარა საპატიმროში“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიების მოდერატორი იქნება ნატა ასათიანი, ავტორი წიგნისა „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“.
ყველა ახალი ამბავი
0