https://sputnik-georgia.com/20220324/iaponiam-saqartvelos-kidev-erti-saxanzro-specteqnika-acuqa-265480557.html
იაპონიამ საქართველოს კიდევ ერთი სახანძრო მანქანა აჩუქა
იაპონიამ საქართველოს კიდევ ერთი სახანძრო მანქანა აჩუქა
Sputnik საქართველო
ეს იქნება რიგით მეექვსე სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, რომელსაც იაპონია ქართულ მხარეს გადასცემს.
2022-03-24T21:31+0400
2022-03-24T21:31+0400
2022-03-24T23:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259213612_0:0:3371:1896_1920x0_80_0_0_312e6744657526950f6e17904cbcbf5b.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. იაპონია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო-სამაშველო ავტოკიბეს გადასცემს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, სპეციალურ ტექნიკურ საშუალებას ქუთაისის სამმართველო მიიღებს, რაც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქალაქის მასშტაბით მრავალსართულიან შენობებში სახანძრო-სამაშველო ოპერაციების შესრულებისთვის.სამსახურისთვის ავტოკიბის გადაცემის შესახებ საგრანტო ხელშეკრულება „Arbeiter-samariter-bund საქართველოსა“ და იაპონიის საელჩოს შორის გაფორმდა.ღონისძიება, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ესწრებოდა, საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.„მხარეებს შორის თანამშრომლობა წლებია ნაყოფიერად მიმდინარეობს. იაპონიის მთავრობის დახმარებით სამსახურმა უკვე მიიღო სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები თბილისის, ბორჯომის, ბათუმის და ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებისთვის, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იყენებენ სახანძრო-სამაშველო ოპერაციების დროს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.პროექტის განხორციელების შემდეგ ეს იქნება იაპონელების მიერ გადმოცემული უკვე მეექვსე სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259213612_640:0:3371:2048_1920x0_80_0_0_f18717e14c55773a052b434cfecab9f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იაპონია საქართველო სახანძრო მანქანა
იაპონია საქართველო სახანძრო მანქანა
იაპონიამ საქართველოს კიდევ ერთი სახანძრო მანქანა აჩუქა
21:31 24.03.2022 (განახლებულია: 23:43 24.03.2022) ეს იქნება რიგით მეექვსე სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, რომელსაც იაპონია ქართულ მხარეს გადასცემს.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. იაპონია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო-სამაშველო ავტოკიბეს გადასცემს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სპეციალურ ტექნიკურ საშუალებას ქუთაისის სამმართველო მიიღებს, რაც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქალაქის მასშტაბით მრავალსართულიან შენობებში სახანძრო-სამაშველო ოპერაციების შესრულებისთვის.
სამსახურისთვის ავტოკიბის გადაცემის შესახებ საგრანტო ხელშეკრულება „Arbeiter-samariter-bund საქართველოსა“ და იაპონიის საელჩოს შორის გაფორმდა.
ღონისძიება, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ესწრებოდა, საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.
„მხარეებს შორის თანამშრომლობა წლებია ნაყოფიერად მიმდინარეობს. იაპონიის მთავრობის დახმარებით სამსახურმა უკვე მიიღო სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები თბილისის, ბორჯომის, ბათუმის და ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებისთვის, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იყენებენ სახანძრო-სამაშველო ოპერაციების დროს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროექტის განხორციელების შემდეგ ეს იქნება იაპონელების მიერ გადმოცემული უკვე მეექვსე სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა.