გუდიაშვილის მოედანზე არსებულ ფართებს აუქციონზე გაიტანენ

© photo: Sputnikგუდიაშვილის მოედანი
გუდიაშვილის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
გუდიაშვილის მოედანზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები „თბილისის განვითარების ფონდმა“ 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გუდიაშვილის მოედანზე არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გასხვისდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
გუდიაშვილის განახლებული მოედანი გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა. პროექტის ფარგლებში გარემონტდა და აღდგა 30-მდე შენობა, მათ შორის 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. როგორც კალაძემ აღნიშნა, კერძო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა – ბიზნეს-საქმიანობისთვის გამოიყენოს ტერიტორია, რომელიც მერიის საკუთრებაა.

„პარალელურად ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს დედაქალაქის მერია, რათა გუდიაშვილის მოედანი სწორად განვითარდეს და რომ ჩვენ არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომლებიც შეიძლება ქალაქისთვის მიუღებელი იყოს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, გუდიაშვილის მოედანი მიზიდულობის ცენტრად უნდა გადაიქცეს.
კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა, დაამყაროს კომუნიკაცია ბიზნეს-სექტორთან, მოამზადოს პრეზენტაციები და რაც შეიძლება სწრაფად გაიტანოს მოედანზე მდებარე ფართები აუქციონზე.
გუდიაშვილის მოედანზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები „თბილისის განვითარების ფონდმა“ 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში.
ამ დროისათვის მიმდინარეობს პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც 16 სახლის რესტავრაციას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0