გაზის ულტიმატუმი პუტინისგან: ევროპას სხვა ვარიანტები არ აქვს

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
23 მარტი ისტორიაში შევა როგორც დღე, როდესაც ეპოქალური მოვლენა მოხდა. გუშინ ვლადიმირ პუტინმა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს დაავალა, ექსპორტირებული ბუნებრივი აირის ანგარიშსწორება რუბლში აწარმოონ. ყველანი ახალი მსოფლიო ვალუტის დაბადების მოწმე გავხდით. ნელ-ნელა მთავრდება დოლარის დომინირების ეპოქა.
შეუძლებელია მომხდარის მნიშვნელობის გადაფასება. 2021 წლის შედეგები დათვლილი ჯერ არ არის, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ვაჭრობის მოცულობა 553 მილიარდამდე გაიზარდება, 2025 წლისთვის კი სპეციალისტები გაზის ბაზრის 758 მილიარდამდე გაზრდის პროგნოზს აკეთებენ. იგულისხმება, რასაკვირველია, ამერიკული დოლარი, რადგან ცისფერი საწვავის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები სწორედ დოლარით წარმოებს.
დგება ახალი ეპოქა, როდესაც რუსეთის არამეგობრული ქვეყნები საკუთარი ქმედებების გამო აღმოჩნდნენ უმარტივესი არჩევანის წინაშე: გადაიხადონ რუსული გაზის საფასური რუბლით, ან მოიძიონ გაზის ალტერნატიული მომწოდებლები.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში განისაზღვრა ის ქვეყნები, რომლებსაც სიახლე შეეხებათ: უკრაინა, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, იაპონია, სინგაპური, ტაივანი, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, ლიხტენშტეინი, მონაკო, ანდორა. ჩამოთვლილთაგან ყველაზე კარგი მდგომარეობა აშშ-შია, რომელიც თავადაა თხევადი აირის ექსპორტიორი.
შეძლებენ თუ არა ევროპის ქვეყნები გაზის მაგისტრალური ურდულის გადაკეტვას და უარის თქმას მისი საფასურის რუბლით გადახდაზე, ამას გერმანიის მაგალითზე განვიხილავთ.
სტატისტიკის თანახმად, გერმანიამ 2020 წელს 155 მილიარდი კუბომეტრი რუსული გაზი შეიძინა. თავად მხოლოდ 75 მილიარდს მოიხმარს, დარჩენილი აირის დიდ ნაწილს კი ყიდის და თანხას ბიუჯეტში რიცხავს. იმის გათვალისწინებით, რომ გრძელვადიანი კონტრაქტებით გერმანელები რუსულ გაზს 850 დოლარად ყიდულობენ, აპრილის ფიუჩერსების ფასი კი 1300 დოლარს ასცდა, რთული გამოსათვლელი არ არის გერმანული გაზის ვაჭრობის მარჟინალობა.
მაგალითად, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსულ გაზზე უარმა შეიძლება დააზარალოს გერმანიის მოქალაქეები, გამოიწვიოს მასობრივი სიღარიბე და უმუშევრობა. ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც 55%-ით დამოკიდებულია რუსულ ბუნებრივ აირზე, 52%-ით ნახშირზე და 34%-ით ნავთობპროდუქტებზე, უბრალოდ ვერ გადაიტანს მოსკოვთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ერთბაშად გაწყვეტას.
გაზზე უარის შემთხვევაში არსებობას შეწყვეტს გათბობის სისტემა მთელ ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს დაავადებების მატებას, ხანძრებს, პირველი აუცილებლობის ნივთების დეფიციტს და სხვ. პრაქტიკულად ჩაკვდება კვებითი მრეწველობა და მეცხოველეობა.
მოსალოდნელია პურფუნთუშეულის გაძვირება, რადგან, გაზის გარდა, ხორბლის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორები არიან რუსეთი და უკრაინა. ოფიციალური სტატისტიკით, მათ საერთო მოცულობის 26% ეკუთვნით. თესვა უკრაინაში შეჩერებულია, რუსეთმა კი მარცვლეულის ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა და კვოტა 11 მილიონ ტონამდე შეამცირა. აკრძალვა 30 ივნისამდე მოქმედებს და შეიძლება ნებისმიერი ვადით გახანგრძლივდეს.
რუსულ რესურსებზე – გაზზე, ნახშირზე და მაზუთზე უარი 25%-ით შეამცირებს ასევე ელექტროენერგიის გამომუშავებას, 11%-ით – ატომურ სექტორს.
ამდენად, პუტინის გაცხადება მთელი ევროპისა და გერმანიისთვის მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილივით გაისმა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0