https://sputnik-georgia.com/20220324/gaerom-rusetis-rezolucia-ar-miiro-265456905.html
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუცია არ მიიღო
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუცია არ მიიღო
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთის რეზოლუცია უკრაინასთან დაკაშირებით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობიანი მოსახლეობის... 24.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-24T09:12+0400
2022-03-24T09:12+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
გაერო
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264867005_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_7a1c5f6a34483f39097692f9c36ea2da.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთის რეზოლუცია უკრაინასთან დაკაშირებით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას მოიაზრებდა.გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი მხოლოდ თავად რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს. დანარჩენმა წევრებმა უბრალოდ თავი შეიკავეს. შედეგად, დოკუმენტმა, რომლის თანაავტორებიც იყვნენ ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა და სირია (არცერთი მათგანი არ არის უშიშროების საბჭოს წევრი), ვერ მიიღო 15-დან აუცილებელი 9 ხმა.ამასთან აღინიშნება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა — შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რეზოლუციას ვეტო არ დაადეს.რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ დასავლეთის ქვეყნები პროცესის პოლიტიზაციაში დაადანაშაულა და სინანული გამოთქვა, რომ უშიშროების საბჭომ არ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრას შეუწყობდა ხელს.როგორც განიმარტა, ჰუმანიტარული რეზოლუციის მიღებაზე უშიშროების საბჭომ უარი იმის გამო თქვა, რომ ის არ გმობდა რუსეთს, როგორც ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევ ქვეყანას.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264867005_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_bbd205e4af4ae27beca67b14e4c96bf2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაერო, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
გაერო, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთის რეზოლუცია უკრაინასთან დაკაშირებით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას მოიაზრებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი მხოლოდ თავად რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს. დანარჩენმა წევრებმა უბრალოდ თავი შეიკავეს. შედეგად, დოკუმენტმა, რომლის თანაავტორებიც იყვნენ ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა და სირია (არცერთი მათგანი არ არის უშიშროების საბჭოს წევრი), ვერ მიიღო 15-დან აუცილებელი 9 ხმა.
ამასთან აღინიშნება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა — შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რეზოლუციას ვეტო არ დაადეს.
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ დასავლეთის ქვეყნები პროცესის პოლიტიზაციაში დაადანაშაულა და სინანული გამოთქვა, რომ უშიშროების საბჭომ არ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრას შეუწყობდა ხელს.
როგორც განიმარტა, ჰუმანიტარული რეზოლუციის მიღებაზე უშიშროების საბჭომ უარი იმის გამო თქვა, რომ ის არ გმობდა რუსეთს, როგორც ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევ ქვეყანას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.