Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძის შვილებმა ეზოში გვირაბი გათხარეს - დიზაინერი ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Anouki Goldანუკი არეშიძე და კახა კალაძე
ანუკი არეშიძე და კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
დიზაინერი წყნეთის აგარაკიდან სახალისო ფოტოს აქვეყნებს.
დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე წელია წყნეთში ფეშენებელურ აგარაკზე ცხოვრობენ. აქ პატარა კალაძეებს ეზოში ნამდვილი თოვლის მოედანი აქვთ მოწყობილი, რადგან ბოლო დღეებია თბილისში და მის შემოგარენში გადაბმულად თოვს.
ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ეზოში მისმა შვილებმა თოვლში გვირაბიც კი გათხარეს.
ანუკი არეშიძეს ოთხი ვაჟი ჰყავს - ლევანიკო, კახი, ვაჩე და ნიკოლა. ბავშვების ვიდეოები ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში.
ყველა ახალი ამბავი
0