მოსაზრება: უკრაინის სახელმწიფოებრიობას ყველაზე მეტად პოლონეთის „მეორე ფრონტი“ ემუქრება

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
კიევის მიმართულებით ვარშავის სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობა მიზნად ისახავს უკრაინის დაყოფას და დასავლეთ უკრაინის რეგიონების პოლონურ ანექსიას. მოსკოვი ამას არ დაუშვებს, მიუხედავად აშშ-ისა და ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე „სუვერენული“ პოლონური ინტერვენციის მხარდაჭერისა.
ვარშავის „სამშვიდობო პროექტი“ უკრაინის მიმართულებით დაწყებულია – პოლონეთში უკრაინის ყოფილმა ელჩმა ანდრეი დეშჩიცამ 21 მარტს უკრაინის ტელეარხზე „24 არხი“ განაცხადა, რომ პოლონეთმა დაიწყო მზადება რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო შეჭრისთვის. ეს მოვლენათა ჯაჭვის შემთხვევითი რგოლი არ არის.
ცოტა ხნის წინ კრაკოვში საჰაერო იერიშის გამაფრთხილებელი სისტემა გამოსცადეს. პოლონურ მასმედიაში აწონ-დაწონეს ნატოს სამშვიდობო მისიის წარმატების შანსი და დაასკვნეს, რომ „რუსეთის ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები ევროპაში... მხოლოდ სამჯერ აღემატება პოლონეთის არმიას“.
მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შესაძლოა იყოს ოპერაციის მიჩუმათების ნაწილი – დასავლეთ უკრაინის ოთხი ოლქის (ვოლინი, ლვოვი, როვნო და ტერნოპოლი) მათი გამოცალკევების მიზნით ტერიტორიაზე პოლონეთის ჯარის შეყვანის წინ.
გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომას-გრინფილდმა 20 მარტს განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში, მაგრამ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას შეუძლია ტერიტორიაზე შესვლა საკუთარი ინიციატივით, რასაც ვაშინგტონი მხარს დაუჭერს. რასაკვირველია, პოლონეთის დროშით უკრაინის ტერიტორიაზე შეუძლიათ მოქმედება ნატოს ზოგიერთი ქვეყნის ჯარებს. ვარშავის თავზე ბირთვული სოკოს დანახვის ალბათობა სულ უფრო იზრდება.
ნატოს 24 მარტის რიგგარეშე სამიტი ალბათ საერთო სურათს მეტ სინათლეს მოჰფენს, თუმცა უკვე დღეს ჩანს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული აგრესიის შეჩერების გეგმა, აშშ-ის მიერ სანქცირებული პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო ინიციატივები ევროპისა და აშშ-სთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
ნატოს წევრი 30 სახელმწიფოდან 17 ჩათრეულია proxy war ავანტიურაში შეიარაღების მიწოდებისა თუ სამხედრო ინსტრუქტორების (დაქირავებულების) მონაწილეობის გზით. შემთხვევით არ უთქვამს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან შარლ მიშელთან საუბრისას 21 მარტს, რომ „ნატოს მაგიდაზე სახიფათო წინადადებები აწყვია“.
პოლონეთისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების უშუალოდ ჩართვა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების ტოლფასია, რაც მთელი კაცობრიობისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.
ამასთან, რუსეთი მთელი ძალით დაიცავს თავისი საზღვრების უსაფრთხოებას, ნატო კი – მოგონილ ფასეულობებს, გაბერილ დემოკრატიას და ამერიკულ განსაკუთრებულობას.

კიევის დაბრუნება

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებმა 21 მარტს მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ უკრაინის დედაქალაქის შემოგარენში, ხელში ჩაიგდეს საიდუმლო სამეთაურო პუნქტი (მიწისქვეშა ნაგებობა), განდევნეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის ბატალიონები, ალაფის სახით ხელში ჩაიგდეს შეიარაღება, მათ შორის Т-64 და Т-72 ტანკები, გერმანიის მიერ მოწოდებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები Panzerfaust-3, ნატოს გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.
რუსეთი წარმატებით და დინამიკურად განაგრძობს დემილიტარიზაციას უკრაინის პრაქტიკულად ყველა რეგიონში. ამ ინფორმაციას კიევი გულმოდგინედ მალავს უკრაინელი ხალხისგან, თუმცა დასავლეთში ილუზიებით არ იკვებებიან. მსოფლიო თვალს ადევნებს ნაცისტური სახელმწიფოს აგონიას, ვაშინგტონის კიდევ ერთი გეოპოლიტიკური პროექტის კრახს.
აშშ-ის დაზვერვამ დღეს გააფრთხილა უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომ უახლოეს 10 დღეში რუსეთის ჯარი კიევის ირგვლივ წრეს შეკრავს. ამერიკელები უკრაინას დედაქალაქის დაცვის გაძლიერებას ურჩევენ, თუმცა ამისათვის საკმარისი ძალა და საშუალება არ გააჩნიათ.
თითქოს ყველაზე შესაფერისი დროა უკრაინის დასავლეთში „მეორე ფრონტის“ გასახსნელად. მაგრამ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული 400 კმ-მდე სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები „ტრიუმფი“ საიმედოდ აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს მთელი უკრაინის თავზე, ამიტომ დაუპატიჟებელი და არაკეთილმოსურნე სტუმრები აქ დიდხანს ვერ დაფრინავენ.
რუსული საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, მაღალი სიზუსტის „კინჟალები“, „კალიბრები“, „ისკანდერები“ მეთოდურად ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და ობიექტებს, უცხოელი მოხალისეების ბანაკებს. იმდენად ეფექტურად, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენიც მიხვდა: ჰიპერბგერითი „კინჟალის“ შეჩერება შეუძლებელია. დასავლელი ექსპერტები საუბრობენ უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციაში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩაბმის მაღალ ალბათობაზე.
ევროკავშირში ჯერ ისევ ცდილობენ რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაზე მსჯელობას. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიიმეტსმა აღნიშნა: „ჩვენ ვამზადებთ შეზღუდვების მორიგ ძლიერ პაკეტს, რომელიც სასწრაფო წესით უნდა იქნეს მიღებული... მომავალში აუცილებელია რუსეთისა და კერძო პირების გაყინული აქტივების გამოყენება უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად“.
თუმცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის საფრანგეთში გაყინული აქტივების უკრაინის ბანკისთვის გადაცემას არ გეგმავენ. ეკონომიკური სანქციები და დასავლეთში მოგონილი „იზოლაცია“ რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე არ იმოქმედებს.
გამოცემა Politico ევროპაში ბაიდენის გამგზავრების მთავარ და პრაქტიკულად მიუღწეველ მიზანს უწოდებს არა უკრაინის დახმარებას, არამედ რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვის შემცირებას. Politico აღიარებს, რომ მოსკოვზე ვაშინგტონის ზეწოლა „ვერ შეამცირებს უფსკრულს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ვერ დაეხმარება აშშ-ს, შეინარჩუნოს მსოფლიო ლიდერობა“. კოლექტიური დასავლეთი ჯერ არასდროს არ ყოფილა ასე მარტო.
მართლაც, აშშ-ისა და ევროკავშირის მცდელობებს, დასაჯოს რუსეთი, არ იზიარებენ ჩინეთი, ინდოეთი, ვიეტნამი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბრაზილია და ბევრი სხვა ქვეყანა – კაცობრიობის საკმაოდ დიდი ნაწილი. ყველას ესმის: ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ ასრულებს ვაშინგტონის ეგოისტურ მოთხოვნებს, დგება რისკის წინაშე – ნებისმიერ მომენტში გახდეს ისეთივე „მტერი“, როგორიც მოსკოვია. აშშ-ის მორჩილმა იაპონელებმაც კი დაკარგეს უკრაინისადმი თანაგრძნობა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ პერლ-ჰარბორზე 1941 წელს იაპონიის თავდასხმა „ამერიკაზე ტერორისტულ თავდასხმად“ მონათლა.
ვაშინგტონის უკრაინული ექსპერიმენტის შედეგი - უპერსპექტივო მომავალია: მსოფლიო ჰეგემონობის ისედაც შერყეული ავტორიტეტის ვარდნა, დამამზადებლებისთვის სოციალური „პროდუქტის“ (მილიონობით დევნილი ნატოს ქვეყნებში) დაბრუნება, ევროკავშირისა და აშშ-ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროდუქტები, დოლარისა და ევროს პოზიციების, საერთაშორისო საგადახდო სისტემისა და ლოგისტიკის შერყევა.
ამასობაში კიევის რეჟიმი ქვეყანას კვლავ უფსკრულისკენ მიაქანებს: ამზადებს პარტიზანული ომის სტრატეგიას გაწელილი საბრძოლო მოქმედებების პირობებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს რუსული ჯარის „ქანცგაწყვეტის“ ამოცანას უყენებს, რათა აიძულოს მოსკოვი, დათანხმდეს უკრაინის გეგმას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. გამაოგნებელი არაშორსმჭვრეტელობაა. უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის გარანტიის მიცემა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ – სამხედრო გარნიზონები კიევში, ხარკოვში, ოდესაში, ნიკოლაევსა და სხვა მსხვილ ქალაქებში, როგორც ეს ასეულობით წლის წინ იყო.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, უკრაინის მოსახლეობის 74%-ზე მეტი მხარს უჭერს რუსეთთან მშვიდობას ნებისმიერი პირობით, მაგრამ კიევის რეჟიმს სხვა მიზნები აქვს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დანაღმეს ქვეყნის ტერიტორიის მეექვსედი (82 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომელიც საზღვაო აკვატორიას ემიჯნება) და არ უშვებენ მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქებიდან, რათა გამოიყენონ ისინი „ცოცხალ ფარად“. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისტორიას შემორჩება, როგორც მაზეპა 2.0, რომელმაც უცხოელი დამპყრობლების სასარგებლოდ უკრაინელი ხალხის ინტერესებს უღალატა.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0