U18: ქართველი ფეხბურთელები პორტუგალიაში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებენ

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიურ ტურნირს მასპინძელ თანატოლებთან შეხვედრით გახსნის.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ ტურნირზე სამ შეხვედრას გამართავენ. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები პირველ მატჩს მასპინძელ პორტუგალიასთან ჩაატარებენ, შემდეგ კი სლოვაკეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოუწევთ დაპირისპირება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიაში გასამართი ტურნირისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. შეხვედრები ქალაქ პენაფიელში გაიმართება, ნაკრებების სათამაშო განრიგი კი ასე გამოიყურება:
25 მარტი
პორტუგალია – საქართველო
სლოვაკეთი – ჩრდილოეთ მაკედონია
27 მარტი
საქართველო – სლოვაკეთი
პორტუგალია – ჩრდილოეთ მაკედონია
29 მარტი
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია
პორტუგალია – სლოვაკეთი
მარტის დასაწყისში ქართველმა ფეხბურთელებმა უნგრულ ტურნეში უნგრეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან ორი მატჩი ჩაატარეს. პირველი მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი 2022 წლის შემოდგომისთვის უკვე 19-წლამდელთა ასაკობრივი გახდება და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0