https://sputnik-georgia.com/20220323/tbilisis-mosaxleobis-nawils-wyali-sheuwkdeba-265435307.html
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება
Sputnik საქართველო
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას GWP აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 23.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-23T17:26+0400
2022-03-23T17:26+0400
2022-03-23T22:34+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250715299_0:57:1100:676_1920x0_80_0_0_ead89f95d3d9af49debc1f261bdd0bb8.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ღრმაღელე–სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარების გამო ისნის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების მომხმარებლებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სამუშაოები 23 მარტს დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.„აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 23 მარტის 22:00 საათიდან 24 მარტის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდებათ ისნის, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონების მომხმარებლებს“, – ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.ისნის რაიონში წყლის მიწოდება შეეზღუდება ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს, ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.ნაძალადევის რაიონში - ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, მესხის, ურიდიას, თოდრიას, ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებს. ლოტკინის მთის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის, იოსელიანის, მუხრანის ქუჩას, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს, სანზონის დასახლების ნაწილს.ჩუღურეთის რაიონში - მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს. ივერთუბნის დასახლებას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250715299_62:0:1039:733_1920x0_80_0_0_c7241a51478b7303a2565f2df419b485.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება
17:26 23.03.2022 (განახლებულია: 22:34 23.03.2022) წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას GWP აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ღრმაღელე–სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარების გამო ისნის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების მომხმარებლებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სამუშაოები 23 მარტს დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 23 მარტის 22:00 საათიდან 24 მარტის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდებათ ისნის, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონების მომხმარებლებს“, – ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.
ისნის რაიონში წყლის მიწოდება შეეზღუდება ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს, ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში - ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, მესხის, ურიდიას, თოდრიას, ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებს. ლოტკინის მთის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის, იოსელიანის, მუხრანის ქუჩას, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს, სანზონის დასახლების ნაწილს.
ჩუღურეთის რაიონში - მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს. ივერთუბნის დასახლებას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.