„სახიფათო გადაწყვეტილება“ - პესკოვმა უკრაინაში ნატოს სამშვიდობოების შეყვანის იდეა შეაფასა

© photo: Sputnik / Pavel Bednyakovდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
შეხებას რთულად გამოსასწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, განაცხადა პესკოვმა.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. კრემლში შეაფასეს უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს მშვიდობისმყოფელების შეყვანის იდეა: მშვიდობისმყოფელების შეყვანა წინდაუხედავი და სახიფათო გადაწყვეტილება იქნებოდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
შეხებას შესაძლოა რთულად გამოსასწორებელი შედეგები მოჰყვეს, მოჰყავს „რია ნოვოსტის“ პესკოვის ციტატა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამას წინათ არ გამორიცხა, რომ პოლონეთს, რომლის ხელისუფლებაც უკრაინაში ნატოს მშვიდობისმყოფელების გაგზავნის აუცილებლობაზე საუბრობს, სურს ამ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ფეხის მოკიდება.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქმედებები გამოიწვევს რუსეთისა და ალიანსის ძალების პირდაპირ შეტაკებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთის წარმომადგენლები ცნობილი არიან თავიანთი „არასტანდარტული სვლებით“, რომლებიც მიმართულია „დიდი უბედურების“ პროვოცირებისკენ.

„ეს მეტად წინდაუხედავი და სახიფათო გადაწყვეტილება იქნებოდა. მიმდინარეობს სამხედრო სპეცოპერაცია და ჩვენი სამხედროების ნებისმიერმა შესაძლო შეხებამ ნატოს სამხედროებთან შეიძლება გამოიწვიოს სავსებით აღქმადი რთულად გამოსასწორებელი შედეგები“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0