საქართველოში ლეგენდარული მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის ხსოვნას პატივი მიაგეს

© courtesy of Anastasia Schreiberმიხეილ ხერგიანი
მიხეილ ხერგიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
კლდეზე წარმოუდგენლად სწრაფად ცოცვის უნარის გამო ხერგიანს ინგლისელმა ალპინისტებმა „კლდის ვეფხვი“ შეარქვეს.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ცნობილ ქართველ ალპინისტს, მრავალგზის ჩემპიონს კლდეზე ცოცვაში მიხეილ ხერგიანს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.
თავის მიმართვაში უწყებამ პატივი მიაგო მიხეილ ხერგიანის ხსოვნას და მის წვლილს ქართული სპორტის განვითარებაში.

„მიხეილ ხერგიანი გამოირჩეოდა ალპინიზმისა და კლდეზე ცოცვის შეუდარებელი ოსტატობით და წარმატებას აღწევდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მთებში წარმატებულმა სამაშველო ოპერაციებმა, რომლებსაც ის აწარმოებდა, მრავალი ადამიანი გადაარჩინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ ხერგიანი იყო სვანეთის ერთ-ერთი პირველი ალპინისტის ბესარიონ ხერგიანის ვაჟი. ბესარიონ ხერგიანმა 1937 წელს უშბა დაიპყრო. მიხეილ ხერგიანის ბიძაც და ბიძაშვილიც ალპინისტები იყვნენ.
ბავშვობა და ახალგაზრდობა მან სვანეთში გაატარა. მოზარდობიდან უსმენდა ამბებს მთამსვლელობაზე, გატაცებული იყო მთებში სიარულით, კლდეზე ცოცვით, სამთო-სათხილამურო სპორტითა და ჭიდაობით.
© Личный архив Анастасии Шрайберმიხეილ ხერგიანი მეგობართან ერთად
Михаил Хергиани с другом - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
მიხეილ ხერგიანი მეგობართან ერთად
როგორც სხვადასხვა ენციკლოპედიაშია მითითებული, მიხეილ ხერგიანი შვიდჯერ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით, რის გამოც მას ინგლისელმა ალპინისტებმა „კლდის ვეფხვი“ შეარქვეს.
მიხეილ ხერგიანი იტალიაში, სუ-ალტოს მთაზე ასვლისას დაიღუპა. მისი სახელისა და ხსოვნის უკვდავსაყოფად 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდებოდა ხერგიანის მემორიალი (შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში). 1983 წელს კი მესტიაში მისი მემორიალური მუზეუმი გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0