https://sputnik-georgia.com/20220323/saqartvelodan-italiis-mimartulebit-prenebi-ganaxldeba-265431706.html
საქართველოდან იტალიის მიმართულებით ფრენები განახლდება
საქართველოდან იტალიის მიმართულებით ფრენები განახლდება
Sputnik საქართველო
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სიხშირეების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. 23.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-23T14:12+0400
2022-03-23T14:12+0400
2022-03-23T20:20+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
იტალია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23878/10/238781089_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_00f2d32aee6666df5c3007889e94d43f.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას 28 მარტიდან განაახლებს.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, თუმცა ზაფხულის სეზონზე მათი რაოდენობა გაიზრდება.მისი თქმით, ამ ეტაპზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ავიარეისები იტალიის ორ ქალაქში – მილანსა და რომში შესრულდება.მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო ქუთაისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები 2020 წლიდან არ შესრულებულა.ამიერიდან საქართველოს მოქალაქეები იტალიაში ტურისტულად გამგზავრებასაც შეძლებენ. საქართველოს მოქალაქეებმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინონ შევსებული სპეციალური ფორმა (PLF), კოვიდ-პასპორტი, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ ცნობა, სწრაფი ან PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპის 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ასრულებს.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23878/10/238781089_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_62b84a399e6abcd2102fa7b0bcec8841.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოდან იტალიის მიმართულებით ფრენები განახლდება
14:12 23.03.2022 (განახლებულია: 20:20 23.03.2022) ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სიხშირეების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას 28 მარტიდან განაახლებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, თუმცა ზაფხულის სეზონზე მათი რაოდენობა გაიზრდება.
,,ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ WizzAir-თან კონსულტაციების შედეგად ავიაკომპანია რომსა და ქუთაისს შორის საჰაერო მიმოსვლას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისშივე აღადგენს“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ავიარეისები იტალიის ორ ქალაქში – მილანსა და რომში შესრულდება.
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო ქუთაისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები 2020 წლიდან არ შესრულებულა.
ამიერიდან საქართველოს მოქალაქეები იტალიაში ტურისტულად გამგზავრებასაც შეძლებენ. საქართველოს მოქალაქეებმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინონ შევსებული სპეციალური ფორმა (PLF), კოვიდ-პასპორტი, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ ცნობა, სწრაფი ან PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპის 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ასრულებს.