ანალიტიკურმა ცენტრმა რუსეთის მოსახლეობა გამოკითხა: ქვეყნდება შედეგები

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ „სამხედრო სპეცოპერაციას“ სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ამის პარალელურად საზოგადოებაში იწყება მსჯელობა ანტირუსული სანქციების გავლენასა და მათი გადალახვის პერსპექტივებზე, საპროტესტო პოტენციალი კი ქვეითდება, ნათქვამია სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) კვლევაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა.
ВЦИОМ-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების თაობაზე მოქალაქეების 74% უფრო უჭერს მხარს, ვიდრე არ უჭერს. შესაბამისად, 25 თებერვლის მონაცემებთან შედარებით, მხარდამჭერთა რაოდენობა 9%-ით არის გაზრდილი.
„სპეცოპერაციას“ უფრო არ უჭერს მხარს მოსახლეობის 17%, რაც 8%-ით ნაკლებია 25 თებერვლის მონაცემებზე.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა გამოკითხულთა 9%-ს.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ წარმოდგენა ჩამოყალიბდა და უცვლელი რჩება ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მათგან ძირითადია: რუსეთის დაცვა, უკრაინის განიარაღება და მის ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განთავსების არდაშვება (რესპონდენტთა 46%).
გარდა ამისა, იკითხება უკრაინის პოლიტიკური კურსის შეცვლის, ნაცისტებისგან გაწმენდის (19%), დონბასის მოსახლეობის დაცვის (17%) მიზნებიც.
„სპეცოპერაციის“ მიზნად უკრაინის ოკუპაციასა და მის რუსეთთან მიერთებას გამოკითხულთა 5% ასახელებს.
რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომები, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციისთვის განხორციელდა, „უფრო მეტად“ შეამცირებს სანქციების უარყოფით შედეგებს (61%), მეოთხედი კი მიიჩნევს, რომ ასე „უფრო არ მოხდება“ (24%), ხოლო მოქალაქეების კიდევ 15%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
იმ შემთხვევაში, თუ ახლა რეგიონში, რომელშიც ცხოვრობენ, მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება, მათში მონაწილეობის მისაღებად ყოველი მეათეა მზად (რესპონდენტთა 10%). აღინიშნება, რომ მიმდინარე წლის იანვარში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის მზად იყო გამოკითხულთა 17%.
რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა კი აცხადებს, რომ მსგავს აქციებში „უფრო არ“ მიიღებენ მონაწილეობას, ვიდრე მიიღებენ (17.III – 85%).
ამასთან, 17 მარტის მონაცემებით, ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვას შესაძლებლად მიიჩნევს რუსების 18%, ხოლო სამ მეოთხედს მიაჩნია, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობა ნაკლებად სავარაუდოა (75%).
ყველა ახალი ამბავი
0