https://sputnik-georgia.com/20220323/ruseti-evropistvis-gazis-miwodebis-angarissworebas-rublebsi-gadaiyvans-265450441.html
პუტინი: ევროპას რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოუწევს
პუტინი: ევროპას რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოუწევს
Sputnik საქართველო
ამავდროულად, მიწოდება გაგრძელდება კონტრაქტებში გაწერილი მოცულობებისა და ფასების შესაბამისად.
2022-03-23T19:23+0400
2022-03-23T19:23+0400
2022-03-23T23:10+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/10/265273630_0:0:3137:1765_1920x0_80_0_0_18e33b571e01e3ab9ff9f52e127eec31.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. რუსეთის ფედერაცია არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას რუბლში გადაიყვანს, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.„ჩვენი საქონლის მიწოდებას ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში და შემდეგ ამისათვის საფასურის დოლარში, ევროში და სხვა ვალუტაში მიღებას ჩვენთვის უკვე აზრი აღარ აქვს. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება განვახორციელო ღონისძიებათა კომპლექსი, რაც გულისხმობს ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებში მიწოდებული ჩვენი ბუნებრივი აირისთვის გადახდების რუსულ რუბლებში გადაყვანას. ანუ უარი უნდა ვთქვათ ამ ანგარიშსწორებისას ყველა კომპრომეტირებული ვალუტის გამოყენებაზე“, – აღნიშნა მან.რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიწოდება გაგრძელდება კონტრაქტებით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად. შესაბამისი დირექტივა „გაზპრომს“ გადაეგზავნება.ამ განცხადების ფონზე რუსულმა ვალუტამ ზრდა დაიწყო, დოლარი 100 რუბლის ნიშნულს ჩამოსცდა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/10/265273630_406:0:3137:2048_1920x0_80_0_0_d642dfc053b4490e2899ffa5b60b1833.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი ევროპა გაზი მიწოდება ანგარიშსწორება რუბლი
რუსეთი ევროპა გაზი მიწოდება ანგარიშსწორება რუბლი
პუტინი: ევროპას რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოუწევს
19:23 23.03.2022 (განახლებულია: 23:10 23.03.2022) ამავდროულად, მიწოდება გაგრძელდება კონტრაქტებში გაწერილი მოცულობებისა და ფასების შესაბამისად.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. რუსეთის ფედერაცია არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას რუბლში გადაიყვანს, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
„ჩვენი საქონლის მიწოდებას ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში და შემდეგ ამისათვის საფასურის დოლარში, ევროში და სხვა ვალუტაში მიღებას ჩვენთვის უკვე აზრი აღარ აქვს. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება განვახორციელო ღონისძიებათა კომპლექსი, რაც გულისხმობს ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებში მიწოდებული ჩვენი ბუნებრივი აირისთვის გადახდების რუსულ რუბლებში გადაყვანას. ანუ უარი უნდა ვთქვათ ამ ანგარიშსწორებისას ყველა კომპრომეტირებული ვალუტის გამოყენებაზე“, – აღნიშნა მან.
რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიწოდება გაგრძელდება კონტრაქტებით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად. შესაბამისი დირექტივა „გაზპრომს“ გადაეგზავნება.
ამ განცხადების ფონზე რუსულმა ვალუტამ ზრდა დაიწყო, დოლარი 100 რუბლის ნიშნულს ჩამოსცდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.