https://sputnik-georgia.com/20220323/pirveli-arxi-saskolo-olimpiadas-caatarebs-matematikasi-265448579.html
„პირველი არხი“ სასკოლო ონლაინ-ოლიმპიადას ჩაატარებს მათემატიკაში
„პირველი არხი“ სასკოლო ონლაინ-ოლიმპიადას ჩაატარებს მათემატიკაში
Sputnik საქართველო
ოლიმპიადა დაიწყება ციფრულ სივრცეში – აპლიკაციაში 1TVplay. 23.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-23T18:36+0400
2022-03-23T18:36+0400
2022-03-23T23:00+0400
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23010/04/230100469_0:154:3009:1846_1920x0_80_0_0_3a362ceed61fb73807e4053e7e6c044d.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. „პირველი არხის“ ტელესკოლამ მეხუთე–მეექვსე კლასელებისთვის მათემატიკაში ონლაინ–ოლიმპიადის დაწყების შესახებ განაცხადა.პროექტს ქართულ ტელევიზიაში ანალოგი არ მოეპოვება და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის საქართველოს ყველა კუთხიდან, რომ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში უფასოდ. ოლიმპიადა ციფრულ სივრცეში დაიწყება – აპლიკაციაში 1TVplay.პროექტის ფარგლებში ჩატარდება ათი ონლაინ–გაკვეთილი, რომელიც გადაიცემა შაბათს პირველი არხის ეთერში. თითოეულ გაკვეთილზე იმსჯელებენ არასტანდარტული თემატიკის შემცველ თეორიებზე.ონლაინ–ოლიმპიადა რამდენიმე ეტაპს მოიაზრებს. თითოეულ ტურში გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომლებიც ავტომატურად გავლენ ნახევარფინალში. მათ კიდევ დაემატებიან კონკურსანტები საუკეთესო შედეგებით.ჯამში ნახევარფინალში 100 კონკურსანტი გავა, ხოლო ფინალში ოლიმპიადის 10 გამარჯვებული გამოვლინდება.ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 26 მარტს დაიწყება. მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ აპლიკაციაში 1TVplay, ოლიმპიადისთვის სპეციალურად შექმნილ სექციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23010/04/230100469_170:0:2837:2000_1920x0_80_0_0_1d057847d4aaf727f855bc833b6e8291.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
„პირველი არხი“ სასკოლო ონლაინ-ოლიმპიადას ჩაატარებს მათემატიკაში
18:36 23.03.2022 (განახლებულია: 23:00 23.03.2022) ოლიმპიადა დაიწყება ციფრულ სივრცეში – აპლიკაციაში 1TVplay.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. „პირველი არხის“ ტელესკოლამ მეხუთე–მეექვსე კლასელებისთვის მათემატიკაში ონლაინ–ოლიმპიადის დაწყების შესახებ განაცხადა.
პროექტს ქართულ ტელევიზიაში ანალოგი არ მოეპოვება და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის საქართველოს ყველა კუთხიდან, რომ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში უფასოდ. ოლიმპიადა ციფრულ სივრცეში დაიწყება – აპლიკაციაში 1TVplay.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ყველა – სახელმწიფო თუ კერძო სკოლის მოსწავლეს შეუძლია. ღონისძიება მიმართულია მოსწავლეების მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებისა და არასტანდარტული ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელი ცოდნის მიღებისკენ.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ათი ონლაინ–გაკვეთილი, რომელიც გადაიცემა შაბათს
პირველი არხის ეთერში. თითოეულ გაკვეთილზე იმსჯელებენ არასტანდარტული თემატიკის შემცველ თეორიებზე.
ონლაინ–ოლიმპიადა რამდენიმე ეტაპს მოიაზრებს. თითოეულ ტურში გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომლებიც ავტომატურად გავლენ ნახევარფინალში. მათ კიდევ დაემატებიან კონკურსანტები საუკეთესო შედეგებით.
ჯამში ნახევარფინალში 100 კონკურსანტი გავა, ხოლო ფინალში ოლიმპიადის 10 გამარჯვებული გამოვლინდება.
ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 26 მარტს დაიწყება. მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ აპლიკაციაში 1TVplay, ოლიმპიადისთვის სპეციალურად შექმნილ სექციაში.