პარლამენტი მზადაა საბანკო სექტორის მდგრადობასთან დაკავშირებულ ინიციატივებს მხარი დაუჭიროს

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
ავტორიტეტული საფინანსო ანალიტიკური ორგანიზაციები საქართველოში ეკონომიკური სიტუაციისა და ყველა ფინანსური მაჩვენებლების გაუარესებას პროგნოზირებენ.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყნის საბანკო სექტორის სტაბილურობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინიციატივას, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პირობებში ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტებისა და მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის საკითხები.

„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის მხარი დაუჭიროს და განიხილოს ყველა ინიციატივა, რომელიც საფინანსო-საბანკო სფეროს კიდევ უფრო მდგრადობას განაპირობებს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრაზე.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ავტორიტეტული საფინანსო ანალიტიკური ორგანიზაციები საქართველოში ეკონომიკური სიტუაციისა და ყველა ფინანსური მაჩვენებლების გაუარესებას პროგნოზირებენ.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ქართული საფინანსო სექტორის სტაბილურობა ძალზე კარგია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოს მთავრობასთან ერთად მარეგულირებლის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა და გადაწყვეტილებებმა დოლარიზაციის შემცირების, კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ და ადეკვატურმა ზედამხედველობამ განაპირობა, რომ საბანკო სექტორი შეძლებს გაუმკლავდეს გამოწვევებს.
ყველა ახალი ამბავი
0