ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების სრული ჩამონათვალი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო–უდაბნო–დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 30–40 კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ასევე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზეც. კერძოდ, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამ გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა ახალი ამბავი
0