ნუ ენდობით პოპულარულ რჩევას - ეს მითია და მეტი არაფერი! უცხოელი ექიმების რეკომენდაცია

© Pixabay / DarkoStojanovicექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ ბევრი წყლის დალევა ძალიან სასარგებლოა, რომ ადამიანმა დღეში, სულ ცოტა, რვა ჭიქა წყალი მაინც უნდა დალიოს. ზოგი ირწმუნება, რომ ჭარბად მიღებული სითხე აუმჯობესებს მეხსიერებასა და ფსიქიკურ მდგომარეობას, ენერგიას მატებს ადამიანს და ეფექტურად ებრძვის კანის პრობლემებს.
და, მაინც, მედიცინის სფეროს ზოგ ექსპერტს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს.
მაგალითად, როგორც ალაბამის უნივერსიტეტის პროფესორი, თირკმლების ფუნქციის მკვლევარი ენ ჰადმენი აღნიშნავს, „ჰიპოთეზა ბევრი წყლის სმის აუცილებლობის შესახებ გადაჭარბებულია“.

„ორგანიზმის ჰიდრატაცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მოსაზრება, თითქოს დიდი რაოდენობით წყალს შეუძლია ადამიანი უფრო ჯანმრთელი გახადოს, არ შეესაბამება სიმართლეს“, — აცხადებს ჰადმენი.

ექსპერტის განმარტებით, მართებული არც ის მოსაზრებაა, რომ ადამიანების უმეტესობას გაუწყლოება სჭირს და ამიტომ წყალი მთელი დღის განმავლობაში უნდა ვსვათ.
როგორც დოქტორი ჯოელ ტაუფი ამბობს (მედიცინის დოქტორი, ნეფროლოგი და მედიცინის ასოცირებული პროფესორი ოკლენდის უნივერსიტეტში), ჰიდრატაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ორგანიზმში — ნატრიუმისა და წყლის თანაფარდობაა.

რამდენი ჭიქა წყალი გვჭირდება დღეში?

„ყველაზე პოპულარული რჩევა, რომ დღეში რვა ჭიქა წყალია საჭირო, მითია დ მეტი არაფერი“, — მიაჩნია უეინის უნივერსიტეტის სპეციალისტს ტამარ ჰიუ-ბატლერს.
ონკანის წყალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2019
დღეში 8 ჭიქა წყალი აუცილებელია? - ვინ შექმნა XVIII საუკუნის მითი
როგორც ის ამბობს, საჭირო წყლის რაოდენობის განსასაზღვრად მნიშვნელობა აქვს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: წონა, სუნთქვა და გამოყოფილი ოფლის რაოდენობა. სწორედ ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რამდენი წყალი სჭირდება ამა თუ იმ ადამიანს.
ჰიუ-ბატლერის თქმით, წყლის სადღეღამისო რაოდენობა ასევე დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაგალითად, მას, ვისაც გულის უკმარისობა აწუხებს, ან თირკმლებში კენჭები აქვს, სხვა რაოდენობის წყალი ესაჭიროება, ხოლო მას, ვინც შარდმდენ პრეპარატებს იღებს — სულ სხვა რაოდენობისა.
იმისათვის, რომ ჯანმრთელმა ადამიანებმა გაუწყლოებას თავი აარიდოთ, საუკეთესო რჩევაა – დალიოთ წყალი მაშინ, როდესაც მოგწყურდებათ!

მაინცდამაინც წყალი?

როგორც ექიმმა ჰიუ-ბატლერმა განმარტა, იმისათვის, რომ დეჰიდრატაცია თავიდან აიცილოთ, წმინდა კვებითი თვალსაზრისით, წყლის დალევა აუცილებელი არ არის. მაგრამ ტკბილ გაზირებულ წყალთან და ხილის წვენებთან შედარებით, ის საუკეთესო ვარიანტია.
რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ორგანიზმის გაუწყლოება შეიძლება კოფეინმა ან ალკოჰოლმა გამოიწვიოს, ჰიუ-ბატლერს მიაჩნია, რომ ამის ძალიან მცირე შანსი არსებობს.
გარდა ამისა, ორგანიზმი სითხეს საკვებიდანაც იღებს, რაც ასევე ხელს უწყობს მის დატენიანებას. საამისოდ კარგია წვნიანი კერძები — სუპები და სოუსები, ასევე ხილი და ბოსტნეული.
წყარო: AL Arabia
ყველა ახალი ამბავი
0