https://sputnik-georgia.com/20220323/dazustda-2021-wlis-ekonomikuri-zrdis-machvenebeli-265427380.html
დაზუსტდა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
დაზუსტდა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
Sputnik საქართველო
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და გადამამუშავებელ მრეწველობას. 23.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-23T12:00+0400
2022-03-23T12:00+0400
2022-03-23T16:08+0400
საქართველო
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264366401_0:0:3160:1779_1920x0_80_0_0_6f4662da4ee53ccc8eead0076e748d3d.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. 2021 წელს საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 10,4% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 10,6% იყო.დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2021 წელს მშპ-ის მოცულობამ 18,7 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 10,7% შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე გასულ წელს 5.013,3 დოლარს შეადგენდა (2020 წელს – 4.255,7 დოლარს).ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდებაყველაზე მეტი ზრდა 2021 წელს აჩვენა დასვენებისა და გართობის, განთავსებისა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, კომუნალური მომსახურების სფეროებმა.ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2021 წელს ყველაზე მაღალი ზრდითეკონომიკის სფერო, ზრდა %ვარდნა დაფიქსირდა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში (-1,4%), განათლებაში (-2,3%) და მშენებლობაში (-21,8%).მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი უჭირავს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და მშენებლობას.ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2021 წელს მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წონითეკონომიკის სფერო, ხვედრითი წონა მშპ-ში %
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264366401_431:0:3160:2047_1920x0_80_0_0_0b80e93796131b6e7f57564ce56dac00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
დაზუსტდა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
12:00 23.03.2022 (განახლებულია: 16:08 23.03.2022) მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და გადამამუშავებელ მრეწველობას.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. 2021 წელს საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 10,4% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 10,6% იყო.
დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2021 წელს მშპ-ის მოცულობამ 18,7 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 10,7% შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე გასულ წელს 5.013,3 დოლარს შეადგენდა (2020 წელს – 4.255,7 დოლარს).
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
ყველაზე მეტი ზრდა 2021 წელს აჩვენა დასვენებისა და გართობის, განთავსებისა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, კომუნალური მომსახურების სფეროებმა.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2021 წელს ყველაზე მაღალი ზრდით
ელექტრო- და გაზმომარაგება – 33,5%
განთავსებისა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა – 29,8%
დასვენება და გართობა – 43,1%
წყლმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებასთან ბრძოლა – 38,9%
ვარდნა დაფიქსირდა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში (-1,4%), განათლებაში (-2,3%) და მშენებლობაში (-21,8%).
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი უჭირავს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და მშენებლობას.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2021 წელს მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წონით
ეკონომიკის სფერო, ხვედრითი წონა მშპ-ში %
გადამამუშავებელი მრეწველობა – 11,7%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები – 10,2%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 7,0%