https://sputnik-georgia.com/20220323/britanetma-youtube-s-rus-prankertan-ministris-saubris-waslis-txovnit-mimarta-265454992.html
ბრიტანეთმა YouTube-ს რუს პრანკერთან მინისტრის საუბრის ჩანაწერის წაშლა სთხოვა
ბრიტანეთმა YouTube-ს რუს პრანკერთან მინისტრის საუბრის ჩანაწერის წაშლა სთხოვა
Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ვიდეორგოლები „დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს“ წარმოადგენენ
2022-03-23T22:56+0400
2022-03-23T22:56+0400
2023-07-20T15:54+0400
დიდი ბრიტანეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24173/54/241735487_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_cac7c3e5d0e485b1c04a4f3cb1a99cfc.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართა ვიდეოჰოსტინგ YouTube-ის სერვისის ხელმძღვანელობას თხოვნით, წაშალონ პლატფორმაზე გამოქვეყნებული უწყების ხელმძღვანელის, ბენ უოლესის საუბრის ჩანაწერი პრანკერ ვლადიმირ კუზნეცოვთან (ვოვანი) და ალექსანდრ სტოლიაროვთან (ლექსუსი), რომლებმაც მას უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის სახელით დაურეკეს, წერს РИА Новости.მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ ვიღაცამ მასთან უკრაინის პრემიერის სახელით გასაუბრება სცადა. როგორც ბრიტანული მასმედია იუწყებოდა, ეს ვიდეოკონფერენციის ფორმატის საუბარი დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. როგორც გამოცემა Sky News-ის ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რაღაც მომენტში „შმიგალმა“ ბრიტანელ მინისტრს ჰკითხა: „მიიღეთ ფხვნილი, რომელიც გამოგიგზავნეთ?“ რაზეც უოლესმა უპასუხა, რომ არ ესმის რაზეა საუბარი. მამაკაცმა ასევე ჩამოთვალა სახელები და გვარები, რომელთა შესახებაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს არაფერია სმენია. საბოლოოდ უოლესმა საუბარი საეჭვოდ ჩათვალა და ზარი გათიშა.პრანკერები ამტკიცებენ, რომ მათ უოლესთან ვიდეოკონფერენციის გამართვა 17 მარტს შეძლეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვოვანის ოფიციალურ YouTube-არხზე გამოქვეყნდა საუბრის ექვსი ფრაგმენტი, რომლებიც ეხებოდა უკრაინის სტატუსს ნატოში, იარაღის მიწოდებას, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უცხოელი დაქირავებული მეომრების მონაწილეობასა და ასევე ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის ალბათობას.ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიდეოჩანაწერები ჩასწორებული და სახეცვლილია, ხოლო ჩანაწერებიდან გამომდინარე დასკვნები არასწორია ფაქტობრივი შინაარსის კუთხით.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.წყარო - РИА Новости.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24173/54/241735487_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_13090c0fa98bbb149af3e418f20453d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრიტანეთი youtube რუსეთი პრანკერი მინისტრი საუბარი ჩანაწერი წაშლა თხოვნა
ბრიტანეთი youtube რუსეთი პრანკერი მინისტრი საუბარი ჩანაწერი წაშლა თხოვნა
ბრიტანეთმა YouTube-ს რუს პრანკერთან მინისტრის საუბრის ჩანაწერის წაშლა სთხოვა
22:56 23.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიდეოჩანაწერები ჩასწორებული და სახეცვლილია
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართა ვიდეოჰოსტინგ YouTube-ის სერვისის ხელმძღვანელობას თხოვნით, წაშალონ პლატფორმაზე გამოქვეყნებული უწყების ხელმძღვანელის, ბენ უოლესის საუბრის ჩანაწერი პრანკერ ვლადიმირ კუზნეცოვთან (ვოვანი) და ალექსანდრ სტოლიაროვთან (ლექსუსი), რომლებმაც მას უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის სახელით დაურეკეს, წერს РИА Новости.
მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ ვიღაცამ მასთან უკრაინის პრემიერის სახელით გასაუბრება სცადა. როგორც ბრიტანული მასმედია იუწყებოდა, ეს ვიდეოკონფერენციის ფორმატის საუბარი დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. როგორც გამოცემა Sky News-ის ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რაღაც მომენტში „შმიგალმა“ ბრიტანელ მინისტრს ჰკითხა: „მიიღეთ ფხვნილი, რომელიც გამოგიგზავნეთ?“ რაზეც უოლესმა უპასუხა, რომ არ ესმის რაზეა საუბარი. მამაკაცმა ასევე ჩამოთვალა სახელები და გვარები, რომელთა შესახებაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს არაფერია სმენია. საბოლოოდ უოლესმა საუბარი საეჭვოდ ჩათვალა და ზარი გათიშა.
პრანკერები ამტკიცებენ, რომ მათ უოლესთან ვიდეოკონფერენციის გამართვა 17 მარტს შეძლეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვოვანის ოფიციალურ YouTube-არხზე გამოქვეყნდა საუბრის ექვსი ფრაგმენტი, რომლებიც ეხებოდა უკრაინის სტატუსს ნატოში, იარაღის მიწოდებას, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უცხოელი დაქირავებული მეომრების მონაწილეობასა და ასევე ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის ალბათობას.
„რადგან რუსეთის სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი ყალბ ზარზე, მოგმართავთ დაჟინებული თხოვნით, წაშალოთ ან უკიდურეს შემთხვევაში დაბლოკოთ წვდომა ვიდეოჩანაწერებზე, Google-ისა და YouTube-ის მიერ 11 მარტს გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად“, – ნათქვამია წერილში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიდეოჩანაწერები ჩასწორებული და სახეცვლილია, ხოლო ჩანაწერებიდან გამომდინარე დასკვნები არასწორია ფაქტობრივი შინაარსის კუთხით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.