მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბლინკენმა და სტოლტენბერგმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე იმსჯელეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისა და მიმდინარე კვირაში ნატოს საგანგებო სამიტის მომზადების საკითხებზე იმსჯელა, იუწყება აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა მტკიცე და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხის აუცილებლობა რუსეთის მთავრობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე და მოიწონა ნატოს მხრიდან შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების კუთხით მიმდინარე სამუშაოები“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ამასთან აღინიშნება, რომ სახელმწიფო მდივანმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე იმსჯელეს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებასა და უსაფრთხოების სფეროში დახმარებაზეც, რომლებსაც ნატოელი მოკავშირეები უკრაინას უწევენ ორმხრივ საფუძველზე.
ნატოს რიგგარეშე სამიტი 24 მარტს გაიმართება ბელგიაში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის ლიდერი მოკავშირეებთან რუსეთის შეკავებასა და ნატოს თავდაცვის გაძლიერებაზე იმსჯელებს — უკრაინაზე „რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმის“ პასუხად.
ყველა ახალი ამბავი
0