მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ რუსეთის G20-დან გარიცხვას გეგმავს: მსჯელობა დაწყებულია

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში„დიდი ოცეულის“ სამიტი
„დიდი ოცეულის“ სამიტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატები მოკავშირეებთან რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვის თაობაზე მსჯელობს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

„რაც შეეხება G20-ს, მიგვაჩნია, რომ რუსეთს მეტად აღარ შეუძლია კვლავინდებურად აწარმოოს საქმეები საერთაშორისო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში“, — აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მან იქვე განმარტა, რომ ვაშინგტონი ამ თემაზე შემდგომ განცხადებებს აღარ გააკეთებს მანამ, სანამ მოკავშირეებთან კონსულტაციებს არ გაივლის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე.
მანამდე რუსეთის G20-დან გარიცხვაზე პოლონეთის ეკონომიკის მინისტრმა პიოტრ ნოვაკმა ისაუბრა. ამის შესახებ მან აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ ჯინა რაიმონდთან შეხვედრაზე ილაპარაკა, რასაც, მისი თქმით, ამერიკელი მინისტრი დადებითად შეხვდა. აღინიშნება, რომ G20-ში რუსეთის ადგილის დაკავებაზე სწორედ პოლონეთს აქვს პრეტენზია.
რუსეთის „დიდ ოცეულში“ დატოვება–არდატოვების საკითხი შესაძლოა ევროკავშირისა და G7-ის სამიტებზე იყოს განხილული, რომლებიც მიმდინარე კვირაში გაიმართება ბრიუსელში.
მანამდე რუსეთი, უკრაინაში წამოწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, საკუთარი რიგებიდან უკვე გარიცხა ევროპის საბჭომ.
დიდი ოცეული (G20) – მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმია. აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. ოცეულის წევრები არიან: აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. „დიდი ოცეული“ მსოფლიოს შიდა პროდუქტის 80%-ს, მსოფლიო ვაჭრობის 80%-სა და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს მოიცავს.
ყველა ახალი ამბავი
0