ვითარება გზებზე: სად მოიხსნა და სად მოქმედებს შეზღუდვები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
დიდთოვლობამ საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
უწყების ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ლიპყინულის გამო იყო დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0