https://sputnik-georgia.com/20220322/ukrainidan-evakuirebuli-saqartvelos-moqalaqeebistvis-damatebiti-reisebi-dainisna-265419755.html
უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი რეისები დაინიშნა
უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი რეისები დაინიშნა
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან სამშობლოში ორგანიზებულად 2 ათასამდე მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო. 22.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-22T18:34+0400
2022-03-22T18:34+0400
2022-03-22T21:47+0400
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლონეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1b/264829586_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_148ce54ee7f1ce5dc5f17820573010a6.jpg
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დამატებითი რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.ხელისუფლების ძალისხმევით უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნება ეტაპობრივად გრძელდება. ხორციელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში – ქალაქ ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით 15-16 მარტს, ასევე 21 მარტს ავტობუსის რეისები შესრულდა. აღნიშნული მიმართულებით დამატებითი რეისი 23 მარტს შესრულდება.სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64.უწყების ინფორმაციით, უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ისინი საქართველოში მოემგზავრებიან.ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.24 საათის განმავლობაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
საქართველო
უკრაინა
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1b/264829586_253:0:2984:2048_1920x0_80_0_0_a8df3a80fa68a9e528953391d161d92a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლონეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლონეთი
უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი რეისები დაინიშნა
18:34 22.03.2022 (განახლებულია: 21:47 22.03.2022) ბოლო მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან სამშობლოში ორგანიზებულად 2 ათასამდე მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დამატებითი რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ხელისუფლების ძალისხმევით უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნება ეტაპობრივად გრძელდება. ხორციელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში – ქალაქ ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით 15-16 მარტს, ასევე 21 მარტს ავტობუსის რეისები შესრულდა. აღნიშნული მიმართულებით დამატებითი რეისი 23 მარტს შესრულდება.
„ავტობუსები ლვოვი–ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 23 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან. ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
სამინისტრო
აღნიშნავს, რომ მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64.
უწყების ინფორმაციით, უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ისინი საქართველოში მოემგზავრებიან.
ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.
24 საათის განმავლობაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.