თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების და გასაღების ბრალდებით თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია სამი და მხილებულია ერთი პირი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 33-დან 49 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი მჭიდითა და 8 ვაზნით, DREISE-ის ფირმის პისტოლეტი მჭიდითა და 6 ვაზნით, „კალაშნიკოვის“ სისტემის 2 ავტომატი, 3 პისტოლეტი, შაშხანა, პნევმატური იარაღი, ასევე სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4 მჭიდი და 132 საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0