სუმო: ერთი გამარჯვება დადებითი ბალანსის დაფიქსირებამდე - ტოჩინოშინმა მეშვიდედ მოიგო

© courtesy of Giorgi Margvelashviliლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოს მე-10 დღეს კაისეი იორიკირის ილეთით დაამარცხა, მისი შემდეგი მეტოქე კი ტერუცუიოში იქნება.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და მას დადებითი ბალანსის დაფიქსირებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
იაპონიაში სუმოს 2022 წლის მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მე-10 საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, კაისეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.
აღნიშნული გამარჯვება ქართველი სეკიტორისთვის ზედიზედ მესამეა, სულ კი მის ანგარიშზე 7 გამარჯვება და 3 მარცხია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე სუპერტურნირის მე-11 დღეს მე-11 მაეგაშირა ტერუცუიოში იქნება.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7-8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონი) დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. ამისთვის ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება. ამასთან ის ძალიან ახლოსაა, რადგან დარჩენილ ხუთ შეხვედრაში ერთი გამარჯვება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს.
ყველა ახალი ამბავი
0