https://sputnik-georgia.com/20220322/saqartvelosi-momzadda-kanoni-eleqtronuli-komerciis-sesaxeb-265425169.html
საქართველოში მომზადდა კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ
საქართველოში მომზადდა კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ
Sputnik საქართველო
უწყება კიდევ ერთი კანონის - „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტს ამზადებს, რაზეც კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს
2022-03-22T23:36+0400
2022-03-22T23:36+0400
2022-03-23T13:10+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251233064_0:116:3233:1934_1920x0_80_0_0_66a407cc7f8c54e707b02f0ddd9b4237.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს, განაცხადა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.„კანონპროექტი მომზადებულია. ის გასულ წელსაც მომზადებული იყო, თუმცა გარკვეული დრო იყო საჭირო იმისთვის, რათა დამატებითი კონსულტაციები გაგვევლო როგორც მთავრობის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა არველაძემ.ამავე დროს არველაძემ განაცხადა, რომ უწყება ამზადებს კიდევ ერთ კანონპროექტს „ფოსტის შესახებ“, რომლის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.„ვფიქრობ, რომ ერთ თვეში ფოსტის კანონსაც მთავრობაზე განვიხილავთ, შემდეგ კი პარლამენტში განსახილველად გადმოვაგზავნით”, - განაცხადა არველაძემ პარლამენტში.ელექტრონული კომერციისა და ფოსტის შესახებ კანონების აუცილებლობის საკითხი დადგა პანდემიის დროს, როდესაც ქვეყნის ლოკდაუნმა ამ სფეროში რეფორმების აუცილებლობა აჩვენა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251233064_250:0:2981:2048_1920x0_80_0_0_e2d22f6fc4f67540ba0d7a59dc01a87d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო „კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ“
საქართველო „კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ“
საქართველოში მომზადდა კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ
23:36 22.03.2022 (განახლებულია: 13:10 23.03.2022) უწყება კიდევ ერთი კანონის - „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტს ამზადებს, რაზეც კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს, განაცხადა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
„კანონპროექტი მომზადებულია. ის გასულ წელსაც მომზადებული იყო, თუმცა გარკვეული დრო იყო საჭირო იმისთვის, რათა დამატებითი კონსულტაციები გაგვევლო როგორც მთავრობის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა არველაძემ.
ამავე დროს არველაძემ განაცხადა, რომ უწყება ამზადებს კიდევ ერთ კანონპროექტს „ფოსტის შესახებ“, რომლის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, რომ ერთ თვეში ფოსტის კანონსაც მთავრობაზე განვიხილავთ, შემდეგ კი პარლამენტში განსახილველად გადმოვაგზავნით”, - განაცხადა არველაძემ პარლამენტში.
ელექტრონული კომერციისა და ფოსტის შესახებ კანონების აუცილებლობის საკითხი დადგა პანდემიის დროს, როდესაც ქვეყნის ლოკდაუნმა ამ სფეროში რეფორმების აუცილებლობა აჩვენა.