მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რიაბკოვმა აშშ-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პირობა დაასახელა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშისერგეი რიაბკოვი
სერგეი რიაბკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. რუსეთი იმ შემთხვევაში იქნება მზად აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, თუ ვაშინგტონი შემდგომი ესკალაციისგან ყველა დონეზე შეიკავებს თავს და ზემოქმედებას მოახდენს კიევზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

„საკითხის ასე დაყენება, თუ რა უნდა გაკეთდეს ურთიერთობების გადასარჩენად, რა თქმა უნდა, სწორია. მათ უბრალოდ უნდა შეაჩერონ თავიანთი ესკალაცია – როგორც ვერბალური, ისე კიევის რეჟიმის შეიარაღების კუთხით. უნდა შეწყდეს რუსეთის მიმართ მუქარები. ამასთან, თუ მათ გამოუვათ და გარკვეულ დადებით ზემოქმედებას მოახდენენ კიევზე (​​რაც, დარწმუნებული ვარ, რომ არ მოხდება), მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებას გარკვეული პერსპექტივა ექნება“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ჯერჯერობით კი, როგორც რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, ურთიერთობებში მხოლოდ „დაღმავალ ტენდენციას“ ხედავს, რასაც რუსეთის საგარეო უწყება სინანულით აღიქვამს.
ამასთან რიაბკოვმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული მდგომარეობა „არანაირ გავლენას არ ახდენს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებზე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირაში ვლადიმირ პუტინს „სამხედრო დამნაშავე", „სიკვდილის მთესველი დიქტატორი“ და „ნამდვილი ბანდიტი“ უწოდა. მოსკოვმა ეს გამონათქვამები შეურაცხყოფად მიიჩნია და საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გადასცა აშშ-ის ელჩს ჯონ სალივანს. საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ბაიდენის სიტყვები ორ ქვეყანას შორის „ურთიერთობებს გაწყვეტის ზღვარზე აყენებს“.
ყველა ახალი ამბავი
0