https://sputnik-georgia.com/20220322/ragbis-evropis-cempionatis-simbolur-nakrebsi-svidi-qartveli-moxvda-265416527.html
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შვიდი ქართველი მორაგბე მოხვდა
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შვიდი ქართველი მორაგბე მოხვდა
Sputnik საქართველო
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველებთან ერთად რუმინელი, ესპანელი და ნიდერლანდელი მორაგბეებიც მოხვდნენ. 22.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-22T16:52+0400
2022-03-22T16:52+0400
2022-03-22T21:01+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265368699_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_83a211fb8d29a05774709aaa234f319a.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დასკვნითი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შვიდი ქართველი მორაგბე მოხვდა. ინფორმაციას „რაგბი ევროპის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში ლევან მაისაშვილის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 49:15 დაამარცხა.აღსანიშნავია, რომ „ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის სეზონში 20 ქულა მოაგროვეს და ტურნირი ზედიზედ მეხუთედ მოიგეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯამში საქართველოს ნაკრებმა თავი 44 ქულას მოუყარა. აღნიშნული შედეგით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს თასზე C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ბორჯღალოსანთა მეტოქეები უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პლეიოფის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265368699_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_7e3bc55fc2ad39bd02972c7ef703fabf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შვიდი ქართველი მორაგბე მოხვდა
16:52 22.03.2022 (განახლებულია: 21:01 22.03.2022) „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველებთან ერთად რუმინელი, ესპანელი და ნიდერლანდელი მორაგბეებიც მოხვდნენ.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დასკვნითი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შვიდი ქართველი მორაგბე მოხვდა. ინფორმაციას „რაგბი ევროპის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში ლევან მაისაშვილის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 49:15 დაამარცხა.
სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრებიდან ბექა გიგაშვილი, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, მერაბ შარიქაძე, აკაკი ტაბუცაძე და დავით ნინიაშვილი მოხვდნენ. მათთან ერთად სიმბოლურ ნაკრებში ადგილი დაიკავა ოთხმა რუმინელმა, სამმა ესპანელმა და ერთმა ნიდერლანდელმა მორაგბემ.
აღსანიშნავია, რომ „ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის სეზონში 20 ქულა მოაგროვეს და ტურნირი ზედიზედ მეხუთედ მოიგეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯამში საქართველოს ნაკრებმა თავი 44 ქულას მოუყარა.
აღნიშნული შედეგით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს თასზე C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ბორჯღალოსანთა მეტოქეები უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პლეიოფის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნებიან.