https://sputnik-georgia.com/20220322/qutaisis-aeroportma-daqcp-kontroli-gaiara-265413011.html
ქუთაისის აეროპორტმა DAQCP-ს აუდიტის კონტროლი წარმატებით გაიარა
ქუთაისის აეროპორტმა DAQCP-ს აუდიტის კონტროლი წარმატებით გაიარა
Sputnik საქართველო
DAQCP საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) აუდიტების შემადგენელი ნაწილია. 22.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-22T15:37+0400
2022-03-22T15:37+0400
2022-03-22T20:40+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111420_0:14:1300:745_1920x0_80_0_0_8bf2ad75966b3c5a5196371bb2b334d3.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტი (DAQCP) წარმატებით გაიარა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.გაერთიანების ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავების მოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავება IATA-ს სტანდარტების სრული დაცვით ხდება და საჰაერო ხომალდები ოპერირებას მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების დროსაც შეუფერხებლად შეძლებენ.საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტის (DAQCP) მთავარი მიზანია თვითმფრინავების ოპერირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტები აეროპორტებში ყოველწლიურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ტარდება და IATA-ს კომიტეტის მიერ ე.წ. Check list-ის საფუძველზე ხორციელდება. საკონტროლო სიების განახლება წელიწადში ერთხელ, მოყინვის საწინააღმდეგო უახლესი ტექნიკის განხილვის შემდეგ ხდება და ის SAE-ს სტანდარტების დოკუმენტებს შეესაბამება. საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტში (DAQCP) გაერთიანებულია 130-მდე წამყვანი ავიაკომპანია, მათ შორის ის ავიაგადამზიდები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით ოპერირებენ (WIZZ AIR, FLYARYSTAN).წყარო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111420_147:0:1163:762_1920x0_80_0_0_54238f7071b12bc7bf9ddb1706a577a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტმა DAQCP-ს აუდიტის კონტროლი წარმატებით გაიარა
15:37 22.03.2022 (განახლებულია: 20:40 22.03.2022) DAQCP საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) აუდიტების შემადგენელი ნაწილია.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტი (DAQCP) წარმატებით გაიარა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
გაერთიანების ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავების მოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავება IATA-ს სტანდარტების სრული დაცვით ხდება და საჰაერო ხომალდები ოპერირებას მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების დროსაც შეუფერხებლად შეძლებენ.
საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტის (DAQCP) მთავარი მიზანია თვითმფრინავების ოპერირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
„აუდიტის ეს დასკვნა არის დასტური ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანიებისთვის, რომ ჩვენი მხრიდან მათ ოპერირებას ხელი არანაირ მეტეოროლოგიურ პირობებში არ შეეშლება. ქუთაისის აეროპორტი სრულ შესაბამისობაშია ICAO-სა და IATA-ს სტანდარტებთან“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.
საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტები აეროპორტებში ყოველწლიურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ტარდება და IATA-ს კომიტეტის მიერ ე.წ. Check list-ის საფუძველზე ხორციელდება.
საკონტროლო სიების განახლება წელიწადში ერთხელ, მოყინვის საწინააღმდეგო უახლესი ტექნიკის განხილვის შემდეგ ხდება და ის SAE-ს სტანდარტების დოკუმენტებს შეესაბამება. საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტში (DAQCP) გაერთიანებულია 130-მდე წამყვანი ავიაკომპანია, მათ შორის ის ავიაგადამზიდები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით ოპერირებენ (WIZZ AIR, FLYARYSTAN).