https://sputnik-georgia.com/20220322/papuasvili-sakanonmdeblo-iniciativaze-265414984.html
„ეს სადამსჯელო ოპერაცია არ არის“ - პაპუაშვილი საკანონმდებლო ინიციატივაზე
„ეს სადამსჯელო ოპერაცია არ არის“ - პაპუაშვილი საკანონმდებლო ინიციატივაზე
Sputnik საქართველო
საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლო ყველაზე ცივილიზებული და დემოკრატიული მეთოდია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 22.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-22T16:39+0400
2022-03-22T16:39+0400
2022-03-22T20:57+0400
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383772_0:316:3077:2047_1920x0_80_0_0_28e858dba3bde3f6ef61b038b6615142.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ დაგეგმილი შესწორებები სადამსჯელო ოპერაცია არაა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.დეპუტატებმა უმრავლესობიდან 15 მარტს დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს შესწორებებს ორგანულ კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როცა უცხოეთში ვიზიტები ჩაატარა მთავრობის ნებართვის გარეშე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საკანონმდებლო ინიციატივას პრეზიდენტზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა უწოდეს.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო და, ზოგადად, სასამართლო ინსტრუმენტი არის ყველაზე სამართლებრივი, ცივილიზებული და დემოკრატიული მეთოდი საკითხების გასარკვევად. ამ შემთხვევაში კი საკითხი ეხება იმას, თუ ვის კომპეტენციაშია გადაწყვეტილების მიღება ელჩების დანიშვნის შესახებ.„მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ამასთან დაკავშირებით იყო შეუთანხმებლობა, რაც გარკვეული პერიოდია გრძელდება და ვერ მოხდა შეთანხმება კომპეტენციასთან დაკავშირებით, ვის რა უფლებამოსილება აქვს. ყველაზე ცივილიზებული, სწორი, ევროპული გზა არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც ეს უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ადრე არასდროს ყოფილა დავა კომპეტენციის შესახებ, ამიტომ ეს ხარვეზი თვალშისაცემი არ ყოფილა.არასამთავრობო ორგანიზაციამ „ოცნება“ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა>>„ახლა დადგა საკითხი, ვინაიდან ყველა თანხმდება, რომ არ შეიძლება ერთი ორგანო მეორის კომპეტენციაში შეიჭრას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. შესაბამისად, მას არ შეეძლო დავაში მონაწილეობა მოპასუხის სახით თავისი თანხმობის გარეშე, განმარტეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.ინიცირებული შესწორებების თანახმად, სახელმწიფო ორგანოს შეუძლია დაიწყოს დავა კომპეტენციის შესახებ არა მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე, არამედ მოქმედება/უმოქმედობის საფუძველზე, თუ მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ დაარღვია კონსტიტუციური უფლებამოსილება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383772_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_2a76de6da05023a7d42a3475fd0dae29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
„ეს სადამსჯელო ოპერაცია არ არის“ - პაპუაშვილი საკანონმდებლო ინიციატივაზე
16:39 22.03.2022 (განახლებულია: 20:57 22.03.2022) საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლო ყველაზე ცივილიზებული და დემოკრატიული მეთოდია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ დაგეგმილი შესწორებები სადამსჯელო ოპერაცია არაა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
დეპუტატებმა უმრავლესობიდან 15 მარტს დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს შესწორებებს ორგანულ კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როცა უცხოეთში ვიზიტები ჩაატარა მთავრობის ნებართვის გარეშე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საკანონმდებლო ინიციატივას პრეზიდენტზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა უწოდეს.
„არავინ დავობს, რომ ხარვეზია არსებულ კანონმდებლობაში... და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო ხარვეზი და ხარვეზს სჭირდებოდა გამოსწორება. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ზოგიერთი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას რომ ცდილობს, თითქოს არის სადამსჯელო ღონისძიება, ეს საერთოდ წარმოუდგენელია“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო და, ზოგადად, სასამართლო ინსტრუმენტი არის ყველაზე სამართლებრივი, ცივილიზებული და დემოკრატიული მეთოდი საკითხების გასარკვევად. ამ შემთხვევაში კი საკითხი ეხება იმას, თუ ვის კომპეტენციაშია გადაწყვეტილების მიღება ელჩების დანიშვნის შესახებ.
„მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ამასთან დაკავშირებით იყო შეუთანხმებლობა, რაც გარკვეული პერიოდია გრძელდება და ვერ მოხდა შეთანხმება კომპეტენციასთან დაკავშირებით, ვის რა უფლებამოსილება აქვს. ყველაზე ცივილიზებული, სწორი, ევროპული გზა არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც ეს უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ადრე არასდროს ყოფილა დავა კომპეტენციის შესახებ, ამიტომ ეს ხარვეზი თვალშისაცემი არ ყოფილა.
„ახლა დადგა საკითხი, ვინაიდან ყველა თანხმდება, რომ არ შეიძლება ერთი ორგანო მეორის კომპეტენციაში შეიჭრას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. შესაბამისად, მას არ შეეძლო დავაში მონაწილეობა მოპასუხის სახით თავისი თანხმობის გარეშე, განმარტეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ინიცირებული შესწორებების თანახმად, სახელმწიფო ორგანოს შეუძლია დაიწყოს დავა კომპეტენციის შესახებ არა მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე, არამედ მოქმედება/უმოქმედობის საფუძველზე, თუ მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ დაარღვია კონსტიტუციური უფლებამოსილება.